მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებს პროდიუსერი ნოე სულაბერიძე "ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება და მინისტრთა კაბინეტის საკუთარ ვერსიას აქვეყნებს:
"ძალიან შევწუხდი ბოლო დღეებში არაერთხელ დაანონსებული მინისტრების გადაყენება-ჩანაცვლების თემით! იმის ალბათობა თუ არსებობს რომ ყველა შეიცვალოს პირველად და უკანასკნელად, დინამოს შემადგენლობის პრინციპით, ექსკლუზიურად გთავაზობთ მინისტრთა კაბინეტის ჩემს მიერ დამუშავებულ ვერსიას, იმედია აღფრთოვანდებით!
1. საგარეო საქმეთა მინისტრი - გუგული მაღრაძე
2. ფინანსთა მინისტრი - გუბაზ სანიკიძე
3. განათლების მინისტრი - სოსო ჯაჭვლიანი
4. კულტურის მინისტრი - ლუკა კურტანიძე
5. ევროინტეგრაციის მინისტრი - ლევან ვასაძე
6. შსს მინისტრი - რეზო ამაშუკელი
7. ეკონომიკის მინისტრი - ნუკრი ქანთარია
8. თავდაცვის მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი
9. სოფლის მეურნეობის მინისტრი - მარკუს მეტრეველი
10. ვიცე პრემიერი - თემურ ქეცბაია
11. პრემიერ მინისტრი: ...რათქმაუნდა ნარმანია!
p.s. რამე პრეტენზია გაქვენ? "- წერს სულაბერიძე