x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

XIX საუკუნეში, ფოტოგრაფიის გაჩენასთან ერთად, დიდი მოთხოვნილება გაჩნდა ფოტოსურათებზე. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფის მომსახურება ძალიან ძვირი ჯდებოდა, ფოტოსურათების შემძენთა რიცხვი, თანდათანობით, სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ჯერ სურათებს იღებდნენ პორტრეტურ სტილში.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

იღებდნენ სურათებს, ოჯახის წევრებთან ერთადაც.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“მოგვიანებით, მოთხოვნილება გაჩნდა, ცირკში მომუშავე, უცნაური გარეგნობის ადამიანების ფოტოსურათებზე. ასეთი ფოტოსურათები ბაზრობებზე იყიდებოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

ფოტოგრაფები ცდილობდნენ ფოტოხელოვნება დაეხვეწათ და ახალი ფოტოეფექტები მოეგონებინათ. იმ პერიოდში გაჩნდა დახატული დეკორაციები ფოტოსურათების გადასაღებად. ეს იყო დიდ მუყაოზე დახატული ადამიანის (ადამიანების) გამოსახულრბა, რომელსაც სახის ადგილი ამოჭრილი ჰქონდა. მსგავსი დეკორაციები, დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, საკურორტო ზონებში და გასართობ ცენტრებში.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“


იმ პერიოდში, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ე.წ. სარკისებურ ფოტოსურსთებზე ანუ მულტიპორტრეტებზე.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

ამ სტილის ფოტოეფექტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანს სვამდნენ დიდ სარკეებთან, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეულ კუთხეს ქმნიდნენ.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

ამის შემდეგ, სურათს საჭირო რაკურსით იღებდნენ და სარკის ანარეკლებით ისეთი ეფექტი მიიღებოდა, თითქოს მაგიდასთან ერთი კი არა, 5 ადამიანი იჯდა.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

ადამიანები ისეთ სახეებს ღებულობდნენ, თითქოს ურთიერთობა ჰქონდათ საკუთარ

ორეულებთან, მათთან საუბრობდნენ ან კარტს ეთამაშებოდნენ.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

ზოგიერთები, ამ სახის ფოტოებს, თავიაანთ შინაურ ცხოველებსაც უღებდნენ.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

ორეულების იდეა ხალხს ისე მოეწონა, რომ ფოტოგრაფებმა ფიქრი იმაზე დაიწყეს, თუ

როგორ შეიძლებოდა, მსგავსი ფორმატის, უფრო ეფექტური სურათების შექმნა და მომხმარებელს კომპოზიციური სურათები შესთავაზეს.

კომპოზიციური სურათების მისაღებად, ნეგატივის ცალ მხარეს ფარავდნენ და სურათს

მხოლოდ ცალ გვერდზე იღებდნენ. ამის შემდეგ, ადამიანი გადადიოდა მეორე მხარეს

და პოზას იცვლიდა და მისი ფოტოგრაფირება მეორედ ხდებოდა. ამ შემთხვევაში

დაფარული იყო გადაღებული ნეგატივის მხარე.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

ფოტოგრაფებს შეეძლოთ, ამ მეთოდით, ორზე მეტი ადამიანის ასახვა.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

XIX საუკუნის ბოლოს, მოდაში შემოვიდა ფოტოები მოკვეთილი თავებით. ასეთი ეფექტის მისაღებად, ფოტოგრაფები ნეგატივიდან ჭრიდნენ ადამიანის თავებს და იქ ათავსებდნენ, სადაც კლიენტი მოისურვებდა.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

ზოგიერთს, საკუთარი თავი ხელში ეჭირა, სხვებს ჩამოცმული ჰქონდათ სარზე ან წამოცმული ჰქონდათ დაშნაზე. იყო უფრო ორიგინალური ფოტოებიც, მაგ., ჟონგლიორობა თავებით. ფოტოგრაფები კლიენტის ყველ სურვილს და ახირებას ასრულებდნენ.

XIX საუკუნის 50-იან წ. ბოლოს, ფოტოსტუდიები გაჩნდა, რომლებიც მომხმარებლებს, სურათების გადაღებას მოჩვენებასთან სთავაზობდნენ.

მოჩვენებიანი ფოტოსურათის შესაქმნელად, ორმაგი ექსპოზიციის ეფექტი გამოიყენებოდა და ამგვარი სურათების შექმნა ძალიან მარტივი იყო.

მოჩვენებების გარდა, მსგავსი მეთოდით აკეთებდნენ სპირიტულ სურათებსაც. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ფოტოებზე ასახული იყო გარდაცვლილი ადამიანის სულები, რომლებიც, ვითომ და, ოჯახის წევრებს ეცხადებოდნენ, სპირიტული სიანსების დროს.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკელმა ფოტოგრაფებმა, სარეკლამო სააგენტოების დაკვეთით დაიწყეს ღია ბარათების შექმნა, რომლებზეც ზოგიერთი ობიექტი მეტისმეტად გადიდებული იყო. ასეთი ღია ბარათები, ამერიკის სხვადასხვა რეგიონში მუშა ხელის მისაზიდად გამოიყენებოდა. ძირითადი მიმართულება ასეთი ფოტომონტაჟის დროს, იყო სოფლის მეურნეობა, ნადირობა და მეთევზეობა.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

უნდა აღინიშნოს, რომ იმ წლებში ასეთი ღია ბარათი სავსებით რეალურად გამოიყურებოდა და კარგი სატყუარა იყო, ღარიბი ოჯახებისთვის, რომლებიც უკეთესი

ცხოვრების ძიებაში, ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორეში გადადიოდნენ.

XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

0
380
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0