x
მეტი
  • 01.09.2024
  • სტატია:136804
  • ვიდეო:351960
  • სურათი:511012
ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობები ( ალკოჰოლიზმი)
image


ფსიქოაქტიურ ნვთიერებათა

მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი
აშლილობები იმ მდგომარეობას აღწერს, რომლებიც ალკოჰოლის, ფსიქოაქტიური ნარკოტიკული ნივთიერებების და სხვა
ქიმიური ნივთიერებების მოხმარების შედეგად აღმოცენდება.
წარსულში ტერმინი „ალკოჰოლიზმი“ ჩვეულებრივ სამედიცინო ლიტერატურაში გამოიყენებოდა. ეს ტერმინი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც აღმნიშვნელი ალკოჰოლის მიღების ისეთი ჩვევისა, რომელიც გადაჭარბებულად ითვლება, გარკვეული, პირობითად აღებული კრიტერიუმების მიხედვით. უფრო ვიწრო გაგებით ალკოჰოლიზმი, შეიძლება კონკრეტულ დაავადებას გულისხმობდეს, რომელიც სამედიცინო მკურნალობას მოითხოვს.
გამოყოფენ ალკოჰოლის მოხმარების ორ მოდელს: მორალურ და სამედიცინო
მოდელს.
მორალური მოდელის მიხედვით, თუ პიროვნება საკუთარი ნებით მოიხმარს
ალკოჰოლს ძალიან დიდი რაოდენობით და ამის გამო მის ოჯახის წევრებს ზიანი ადგებათ, პიროვნების ქცევა ამორალურია.
სამედიცინო მოდელის მიხედვით, ალკოჰოლის მომხმარებელი პიროვნება ავადმყოფია და არა უზნეო. ამ მოსაზრებას ცოტა მომხრე ყავდა მანამ, სანამ 1960 წელს არ გამოქვეყნდა ნაშრომი „ალკოჰოლიზმის, როგორც დაავადების კონცეფცია“. რომელშიც
სამი ძირითადი მოსაზრება იყო გაერთიანებული:
1. ზოგიერთ ადამიანს ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარების მიმართ სპეციფიკური მოწყვლადობა აქვს.
2.ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება გარკვეულ ეტაპებს გაივლის
და ერთ-ერთ ეტაპზე პიროვნებას უკვე აღარ შეუძლია აკონტროლოს ალკოჰოლის მოხმარება.
3.ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა ფიქიკური და ფიზიოლოგიური დაავადება გამოიწვიოს.
სამედიცინო მოდელის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების მიმართ უფრო ჰუმანური დამოკიდებულება.ისინი პაციენტს, დადანაშაულებისა და დასჯის ნაცვლად მკურნალობას სთავაზობენ.

მრავალ საზოგადოებაში ალკოჰოლის მოხმარება არა მხოლოდ დაშვებულია, არამედ ზოგჯერ წახალისებულიცაა დახვეწილი მარკეტინგული რეკლამების მეშვეობით. სწორედ ამიტომ, ალკოჰოლის მოხმარების ის დონე, რომელიც ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას შეესაბამება, გარკვეულწილად პირობითი ცნებაა. ჩვულებრივ
ის განისაზღვრება მოხმარების დონით, რომლის დროსაც მაღალია ალკოჰოლით გამოწვეული სოციალური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოცენების რისკი და გამოიხატება ერთეულებში, რომლებიც ინდივიდის მიერ ერთი კვირის მანძილზე მოხმარებულ ალკოჰოლს შეესაბამება.
სავარაუდოა, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე, საკმაოდ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებისას, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ალკოჰოლდამოკიდებული. აშკარად გამოხატული ინდივიდუალური განსხვავებების გამო, შეუძლებელია ალკოჰოლის უსაფრთხო
მოხმარების ზღურბლის დადგენა. მიუხედავად ამისა, ქალები მამაკაცებზე უფრო სენსიტიურები არიან ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების მიმართ. იმისათვის, რომ ტერმინი „ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება“ გასაგები გახდეს აუცილებელია განვმარტოთ
ის ერთეულები, რომელთა მეშვეობითაც ხდება მისი შეფასება.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთ საყოველთაოდ მიღებულ საზომს წარმოადგენს პინტა(0.57 ლ) ლუდი ან ერთი ჭიქა ღვინო. ამგვარი საზომის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ყველასთვის გასაგებია. თუმცა, ჯანსაღი ცხოვრების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, შემოღებულ იქნა ალკოჰოლის ერთეულის ცნება. ალკოჰოლის ერთეული დაახლოებით 8 გრამ ალკოჰოლს შეადგენს. იგი შეგვიძლია ალკოჰოლის ყოველდღიურ მოხმარებას შევუფარდოთ, რადან ის შეესაბამება
ნახევარ პინტა ლუდს, ერთ ჭიქა ღვინოს და ერთ ულუფა მაგარ სპირტიან სასმელს ბარში.
ალკოჰოლმოხმარების გავრცელება შეიძლება გამოვთვალოთ სამი მეთოდით:
1.სტაციონარების სიხშირით
2.ალკოჰოლური ღვიძლის ციროზით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

3.ზოგადი პოპულაციის გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემებით.
ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა არ გვაძლევს საკმაოდ ადეკვატურ წრმოდგენას ალკოჰოლმოხმარების გავრცელების შესახებ, რადგან იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ალკოჰოლს ჭარბად მოიხმარენ არ ხვდებიან საავადმყოფოში.
ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მომხმარებელთა 10-20%-ს
ღვიძლის ციროზი უვითარდებათ. არსებობს კორელაცია პოპულაციაში ღვიძლის ციროზის სიხშირესა და ალკოჰოლის საშუალო მოხმარებას შორის, რის გამოც ციროზით გამოწვეული სიკვდილიანობა შეიძლება ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების სიხშირის შესაფასებლად გამოვიყენოთ.
მოსახლეობაში ალკოჰოლმოხმარების სიხშირის გამოვლენის
ერთ-ერთი მეთოდია, ინფორმაციის შეგროვება ალკოჰოლის მომხმარებელ პირებთან უშუალო კონტაქტში მყოფი სპეციალისტებისგან. მეორე მიდგომაა მოსახლეობის
გამოკითხვა, რომლის დროსაც რესპონდენტს უსვამენ კითხვებს მოხმარებული ალკოჰოლური სასმელების ოდენობის და შესაბამისი სიმპტომების შესახებ.
ალკოჰოლმოხამარებისა და ალკოჰოლდამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებელი, ზოგადად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. დასავლეთის ქვეყნებში ალკოჰოლმოხმარება და ალკოჰოლდამოკიდებულება ქალებთან შედარებით, კაცებში სამჯერ მეტია. ხოლო აზიურ და ესპანურ ქვეყნებში ათჯერ მეტი. აშშ-ში ჩატარებული
კომორბიდული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ერთი წლის მანძილზე ალკოჰოლმოხმარებისა და ალკოჰოლდამოკიდებულების გავრცელების სიხშირე, ქალებთან შედარებით (5.3%), თითქმის სამჯერ უფრო მაღალია მამაკაცებში (14.1%).
როდესაც პაციენტს აღენიშნება ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე
დამოკიდებულების სიმპტომები, ითვლება, რომ ის ალკოჰოლზე დამოკიდებულია. ალკოჰოლდამოკიდებულების დიაგნოზის დასასმელად არ არის აუცილებელი
აღკვეთის სიმპტომის არსებობა. აღკვეთის სიმპტომი შეიძლება სხვადასხვა სიმძიმის იყოს: დაწყებული მსუბუქი ფორმის შფოთვითი და ძილის აშლილობით, დამთავრებული სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით, რომელიც თეთრი ცხელების სახელით არის ცნობილი. აღკვეთის სიმპტომები, ჩვეულებრივ ისეთ ადამიანებს აღენიშნებათ, რომლებიც წლების განმავლობაში ყოველკვირეულად დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარენ. ამგვარი სიმპტომები თავს იჩენს სისხლში ალკოჰოლის
კონცეტრაციის დაქვეითებისას. ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანები აღკვეთის სიმპტომების თავიდან აცილების მიზნით, ალკოჰოლს ხშირად გამოღვიძების თანავე ღებულობენ. ალკოჰოლური აღკვეთის პირველი და ყველაზე უფრო ტიპიური
ნიშანია ხელების, ფეხებისა და სხეულის ძლიერი ტრემორი(კანკალი). ამ დროს ადამიანს არ შეუძლია წყნარად ჯდომა, ჭიქის ხელში მყარად დაჭერა. ხშიად განიცდის ძლიერ შიშს სხვა ადამიანებთან შეხვედრისას ან ქუჩაზე გადასვლისას. ხშირია
ასევე გულის რევის შეგრძნება, პირღებინება და ოფლიანობა. ასევე ჩვეულებრივი
მოვლენაა უძილობა. ალკოჰოლის მიღებისას ეს სიმპტომები სწრაფად ქრება, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება რამოდენიმე დღე გაგრძელდეს. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების დროს, ხშირია კუჭნაწლავთან დაკავშირებული დარღვევები,
განსაკუთრებით ღვიძლის დაზიანება, გასტრიტი, მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის დაზიანება, როგორიცაა
ცხიმოვანი ინფილტრაცია, ჰეპატიტი, ციროზი. ალკოჰოლდამოკიდებულების მქონე ადამიანებთან ღვიძლი ციროზით გამოწვეული სიკვდილის რისკი საშუალოზე ათჯერ უფრო მაღალია. ალკოჰოლი ასევე აზიანებს ნერვულ სისტემას. ალკოჰოლით გამოწვეული ნევროლოგიური დაავადებებია, პერიფერიული ნეიროპათია, ეპილეფსია და ცერებრალური დეგენერაცია. უკანასკნელს დგომისა და სიარულის დარღვევები
ახასიათებს. ამ დროს ხელების მოძრაობა და მეტყველება ნაკლებად არის დარღვეული. ალკოჰოლმოხმარება თავის მხრივ დაკავშირებულია გარკვეული ტიპის ავთვისებიანი
სიმსივნის განვითარებასთან.
რაც შეეხება ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებულ ფსიქიკურ აშლილობებს, ოთხ ჯგუფად იყოფიან. ესენია:
1.ინტოქსიკაციის ფენომენი


2.აღკვეთის ფენომენი

3.ტოქსიკურიდა კვებითი აშლილობები

4.თანმდევი ფსიქიკური აშლილობები
რაც შეეხება მკურნალობას ალკოჰოლდამოკიდებულების დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა,
რადგან უკვე ჩამოყალინებული ალკოჰოლიზმის მკურნალობა ძნელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს მკვეთრად გამოხატული ალკოჰოლდამოკიდებულება
ახასიათებს. ზოგადი პროფილის ექიმს, ამ შემთხვევაში,
ყველა პირობა აქვს იმისა, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლეების მქონე პირს ადრული მკურნალობა ჩაუტაროს, რადგან ისინი კარგად იცნობენ პაციენტს და მისი ოჯახის წევრებს. ხანმოკლე ჩარევა ამ თვალსაზრისით გულისხმობს
პაციენტისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების მავნებლობის შესახებ. ამ შემთხვევაში, მიზანი ალკოჰოლის უსაფრთხო
მოხმარების პროპაგანდაა და არა მისი მიღებისგან სრული თავის შეკავება. ჩვეულებრივ
ხანმოკლე ჩარევა იწვევს ალკოჰოლის მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირებას მომდევნო წლის განმავლობაში, თუმცა დაუდგენელია რამდენხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ეფექტი. ცნობილია რომ, ხანმოკლე ჩარევა არ არის ეფექტური მათთვის,
ვისაც ალკოჰოლის მოხამრებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს.
რაც შეეხება პაციენტის ფქიოლოგიურ მკურნალობას,
მკურნალობის მნიშვნელოვანი საფეხურია პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება და რჩევის მიცემა იმის თაობაზე, თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებას. მიწოდებული ინფორმაცია უნდა ეხებოდეს პაციენტის პირად პრობლემებს, რომლებიც უკვე აქვს მას, ან რომელიც შეიძლება
აღმოცენდეს, თუ ის განაგრძობს ალკოჰოლის მიღებას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცეებული მეთოდი არის ჯგუფური თერაპია. ის საშუალებას აძლევს პაციენტს უკეთ გააცნობიეროს ალკოჰოლთან დაკავშირებული საკუთარი პრობლემები სხვა ადამიანებზე დაკვირვების გზით და შეიმუშავოს საკუთარი გზები ამ პრობლემების დასაძლევად.
ჯგუფის წევრები ერთად ცდილობენ გარდაქმნან თავიანთი ცხოვრება, რაც პაციენტს თავდაჯერებულობას სძენს. არცთუისე დიდი ხნის წინ, ალკოჰოლის სამკურნალო
სპეციალიზებულ განყოფლებაში, მკურნალობის ყველაზე უფრო გავრცელებულ გზას წარმოადგენდა ჯგუფური თერაპიის სტაციონალური პროგრამა, რომელიც დაახლოებით 8 კვირას გრძელდებოდა. ასეთ მკურნალობას საჭიროების შემთხვევაში
წინ უძღვოდა დეტოქსიკაცია. დღესდღეობით ამგვარი თერაპირები გულისხმობს სხვადასხვა ტიპის ფსიქოთერაპიულ მიდგომას, როგორიცაა ცოლ-ქმრისა და ოჯახური თერაპია, მკურნალობის კოგნიტურ-ბიჰევიორისტული მეთოდები.
კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია თავად ალკოჰოლის მიღების ქცევაზეა მიმართული და არა იმ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ალკოჰოლიზმს. ამგვარი მიდგომები ხაზს უსვამს ალკოჰოლის მოხმარების
საკითხებში ინფორმირებას და სოციალური და ინტერპერსონალური უნარჩვევების შემუშავების როლს. მაგ: შეიძლება სასარგებლო გამოდგეს ისეთი სიტუაციური ან ინტერპერსონალური ფაქტორების დადგენა, რომლებიც პიროვნებას უბიძგებს გადაჭარბებულად მოიხმაროს ალკოჰოლი, შემდეგ კი ამ სიტუაციებთან გამკლავების ახალი მეთოდების დაგეგმვა ხდება. ამას რეციდივის პრევენცია ეწოდება. რაც გულისხმობს, პაციენტზე ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული სტიმულებით
ზემოქმედებას, ალკოჰოლის შემდგომი მოხმარების გარეშე. ეს ამცირებს რეციდივის რისკს ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ალკოჰოლი ადვილად ხელმისაწვდომია.
მრავალი პაციენტი, რომელიც ალკოჰოლს არასწორად მოიხმარს, პრობლემის გადასაწყვვეტად საჭირო უნარჩვევების დეფიციტს განიცდის. ფსიქოლოგიური თერაპია კი მათ დაეხმარება შეიძინინონ ის უნარჩვევები, რომელიც დაეხმარება მათ გაუმკლავდნენ ცდუნებას და გადალახონ ის პრობლემები, რომელიც მათ ალკოჰოლთან ბრძოლის რთულ გზაზე შეხვდებათ. მათთვის შესაბამისი ტრენინგის ჩატარებამ, კი შესაძლოა რეციდივის რისკი შეამციროს.

0
312
1-ს არ მოსწონს
ავტორი:0 ნინო ხურცილავა 0
0 ნინო ხურცილავა 0
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0