x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა სარგებელი და ზიანი მოაქვს მსხალს - ეს უნდა ვიცოდეთ!

image
მსხალი
- ვაშლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ხილია. მასზე პირველი ცნობები ჯერ კიდევ ძველბერძნული მითოლოგიიდან არის შემორჩენილი: როცა "ოდისეაში" ჰომეროსმა აღწერა დიდებული ხილი, რომელიც სპარსეთის მეფის ბაღში ხარობდა. ძველ საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე არსებობდა ე.წ. "მსხლების ქვეყანა". დღეისთვის მსხლის რამდენიმე ათასი ჯიში არსებობს, რომელთაგან უმრავლესობა ტკბილი და ძალიან გემრიელია.

სარგებელი
image

მსხალი საკმაოდ ნოყიერია, მიუხედავად იმისა, რომ 100 გრამი პროდუქტი მხოლოდ 50 კკალ-ს შეიცავს. შესაბამისად, იგი განსაკუთრებით პოპულარულია დიეტების დროს.

მსხალში შედის შემდეგი ვიტამინები: А, С, РР, К, В ჯგუფის და ისეთი სასარგებლო ნივთიერებები და მიკროელემენტები, როგორიცაა ფოლის მჟავა, პეკტინი, კალიუმი, ფოსფორი, თუთია, რკინა, სპილენძი, გოგირდი, კობალტი, ასევე შეიცავს ბოჭკოვანასა და ტანიდებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსხალი ვაშლზე ტკბილია, იგი ნაკლები რაოდენობით შაქარს შეიცავს და არ იწვევს მადის მომატებას, რაც ვაშლისთვის დამახასიათებელია. რამდენადაც მსხალში ფრუქტოზა გაცილებით მეტია, ვიდრე გლუკოზა, იგი ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას, რადგან ფრუქტოზის შესათვისებლად ორგანიზმისთვის აუცილებელი არ არის ინსულინი. სწორედ ამ თვისების გამო მომჟავო-მოტკბო მსხალი დაშვებულია სიმსუქნითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რაციონში.

მსხალი აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის ინფექციებს, ხსნის ანთებას და დეპრესიის დროსაც გვეხმარება. ეს სასარგებლო თვისებები მასში არსებული ეთერზეთების დამსახურებაა.

მსხლის შემადგენლობაში შედის ორგანული მჟავები, რის გამოც ეს ხილი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და ნივთიერებათ ცვლაზე. ასევე სასარგებლოა ღვიძლისა და თირკმლებისთვის.

მსხალში შემავალი С ვიტამინი უზრუნველყოფს სისხლძარღვთა ელასტიურობას.
ვიტამინი К არეგულირებს კალციუმის რეოდენობას სისხლში და ახდენს ათეროსკლეროზის პრევენციას. В9 (ფოლის მჟავა) — მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში. ბოჭკოვანა — ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს ნაწლავის მიკროფლორას, ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას, გვიქმნის დანაყრების შეგრძნებას. გოგირდი სასარგებლოა კანის, ძვლებისა და თმისთვის.
image

იმისათვის, რათა გულის კუნთმა კარგად და სწორად იმუშავოს, გვჭირდება კალიუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მსხალი. იგი ასევე სასარგებლოა უჯრედების რეგენერაციისათვის.

100 გრამი მსხლის მირთმევით თქვენ ორგანიზმს უზრუნველყოფთ კობალტის დღიური ნორმით, რაც სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლისთვის, ეხმარება თირკმლებს ზედმეტი სითხის გამოყოფაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის წარმოქმნაში და რკინის ათვისებაში.

მსხლის წვენსა და ნახარშს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, რაც მასში შემავალი ანტიბიოტიკის - არბუტინის დამსახურებაა. მათ ასევე იყენებენ სისხლძარღვთა კედლების გასამაგრებლად.

მსხლის გამოყენება ხალხურ მედიცინაში
image

მსხალს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც შარდმდენ, სადეზინფექციო, სიცხის დამწევ და ხველის საწინააღმდეგო საშუალებას.

ეს თვისებები ახასიათებს არა მხოლოდ ახალ ნაყოფს, არამედ მსხლის ჩირს, წვენს, ნახარშსა და კომპოტსაც.

ძველ დროში ექიმები მსხლის ნაყოფს ჭრილობების სწრაფად შესახორცებლად და სიცხის დამწევად იყენებდნენ. უძველეს არაბულ სამედიცინო წყაროებში ნათქვამია, რომ მსხალი ფილტვების დაავადებებსაც კურნავს.

ხალხურ მედიცინაში მსხალს ასევე იყენებენ პროსტატის სამკურნალოდ.

უკუჩვენება

მჟავე და მაგარი ჯიშის მსხალი, მართალია, აძლიერებს კუჭსა და ღვიძლს, მაგრამ ორგანიზმი მათ ძნელად ითვისებს. ამიტომ ამ ჯიშის მსხალი არ არის რეკომენდებული ადამიანებისთვის, რომლებსაც ნერვული სისტემის პრობლემები აქვთ.

მსხლის მირთმევისგან უმჯობესია თავი შეიკავონ ასევე მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებები აწუხებთ.

როგორ და რა რაოდენობით მივირთვათ მსხალი
image

მსხლის მირთმევა არ არის რეკომენდებული მშიერ კუჭზე, რადგან შეიძლება ნაწლავის ლორწოვანი გააღიზიანოს. ხოლო მსხლის მიღების შემდეგ სასურველია არ მიირთვათ ხორცი ან სხვა მძიმე საჭმელი. საუკეთესოა, თუ მსხალს მიირთმევთ კვებიდან ნახევარი ან ერთი საათის შემდეგ. თავი შეიკავეთ მსხალზე წყლის მიყოლებისგან, განსაკუთრებით, თუ წყალი ცივია. გაითვალისწინეთ, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყველაფერი მავნეა: 1-2 ცალი მსხალი დღეში სრულიად საკმარისია.


1
4210
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4210
  
2015, 19 აგვისტო, 9:38
გავაზიარე
0 1 1