x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მამული განძით

პორტუგალიაში, სოფლის ტიპის დასახლებაში, ერთი მამული, ბოლო 15 წლის მანძილზე, მიტოვებული იყო. მას შემდეგ, რაც მისი უკანასკნელი მეპატრონე და მისი მეუღლე გარდაიცვალა. ბოლოს, მათმა მემკვიდრეებმა, მამულის გაყიდვა გადაწყვიტე, რადგან არაფერში სჭირდებოდათ ფერმა პროვინციაში. მამულის ახალი მესაკუთრეები, რომელმაც ის ძალიან იაფად შეიძინეს, ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ რა საჩუქარი ელოდათ მათ ახალ სახლში.

მამული განძით


როდესაც მამულის დათვალიერება დაიწყეს, იმის გასაგებად თუ რა უნდა შეეძინათ, კარმიდამოს მოსაწესრიგებლად, სახლიდან მოშორებით, მამულის მიწაზე, ნახევრად დანგრეული ანგარი აღმოაჩინეს, რომელსაც მაგარი, მაგრამ დაჟანგებული ბოქლომი ედო. როდესაც ბოქლომი გადაჭრეს და შიგნით შეიხედეს, კინაღამ ბედნიერებისგან გაგიჟდნენ. აბა რას იქნებოდა? მათ ხომ ანგარში ნამდვილი განძი - რარიტეტული ავტომობილების უნიკალური კოლექცია აღმოაჩინეს!

მიგდებულ შენობაში, სქელი მტვრის ფენის ქვეშ, იყო 180 ძველებური მანქანა, საკმაოდ კარგ მდგომარეობაში. კოლექციაში აღმოჩნდა 60-იანი წლების ფორმულა-1, Alfa Romeo, Volvo, Brіstol, Mercedes-Benz, Porsche ფირმის ავტომობილების სხვადასხვა მოდელები და კიდევ უნიკალური მანქანების რამოდენიმე ათეული. ახალი აღმოჩენით მაშინვე დაინტერესდნენ კოლექციონერები და ავტომობილების მუზეუმები. “განძის" საერთო ღირებულება ჯერ-ჯერობით შეფასებული არ არის. გამოცდილ ექსპერტებსაც კი უჭირთ რეალური თანხის დასახელება. მაგრამ ერთის თქმა კი შეიძლება - შენაძენმა ნამდვილად გაამართლა!

მამული განძით

მამული განძითმამული განძითმამული განძითმამული განძითმამული განძითმამული განძითმამული განძით

0
779
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
779
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0