x
image
მამუკა123
ნიკოლოზ ბასილაშვილი – წარმატებული ქართველი ჩოგბურთელის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალები

imageქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალ უიმბლდონის 1/16 ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება. ბასილაშვილის მეტოქე ტურნირზე მე-20 ნომრად არის განთესილი. იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი ხვალინდელ შეხვედრაში გაიმარჯვებს, შემდეგი მეტოქე სავარაუდოდ მსოფლიოს მეორე ჩოგანი როჯერ ფედერერი იქნება.
ბასილაშვილი – ბაუტისტა-აგუტის დაპირისპირება თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა.
1/32 ფინალში კი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მე-15 ნომრად განთესილი, ასევე ესპანელი ფელისიანო ლოპესი ხუთ სეტში დაამარცხა - 7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4
ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი და პროფესიული ცხოვრება:
ბასილაშვილი 1992 წლის 23 თებერვალს, თბილისში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს გრანაითბეის დიდი სკოლა.
ჩოგბურთის თამაში 6 წლისამ, გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. კარგა ხანს მამა - ნოდარ ბასილაშვილი ავარჯიშებდა.
12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ვიტალი გორინთან ვარჯიშობდა. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14-წლიანებში.
ამერიკაში ორანჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი იყო. 16 წლის ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში
59-ე იყო. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა.
2010 წელს სოჭის ვაჟთა 10 000-იანი ტურნირი მოიგო. მერე ორი წელიწადი ტრავმების გამო, ფაქტობრივად, არსად უასპარეზია. 2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანტალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირად ცხოვრებას, მან 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული ულამაზესი მოდელი ნეკა დოროკაშვილია, რომელთანაც ქორწინებაში 2013 წლის 28 სექტებრიდან იმყოფება. მათ პატარა ვაჟიც ჰყავთ.image

0
267
3-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0