დავა „რუსთავი2–ის“ მესაკუთრეობაზე – ქიბარ ხალვაში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ მისიებს, საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
ბიზნემენი ქიბარ ხალვაში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ მისიებს, საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართავს, რომ „რუსთავი 2-ის" მესაკუთრეობის საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, მონიტორინგისთვის, თავიანთი დამკვირვებლები მიავლინონ
„მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის ახლანდელი მეპატრონეებისწინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული წილების დაბრუნებამოითხოვა. ბიზნესმენმა, როგორც აუცილებელი ღონისძიება, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავისმიმდინარეობის პროცესში „რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების და კომპანიის ქონების დაყადაღებამოითხოვა.
მიმდინარე დავა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან იგი საქართველოში ერთ-ერთმნიშვნელოვან მედიასაშუალებას უკავშირდება.
სამწუხაროდ, ტელეკომპანიის ნომინალური მეწილეების წინააღმდეგ სასამართლო დავა კონკრეტულიდაინტერესებული პირების თუ პოლიტიკური ძალების მიერ, ინტერპრეტირებულია, როგორც ტელეკომპანიაზეზეწოლა.
გვსურს, ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა და სიტყვისთავისუფლება, რაც ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანის „რუსთავი 2"-ში თავისი ორწლიანიმოღვაწეობით დაამტკიცა. სწორედ თავისუფალი სიტყვის და არხის ჟურნალისტთა მიუკერძოებელისაქმიანობის გამო განხორცილედა 2006 წელს საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მიერ, უპრეცედენტო ზეწოლა ბიზენსმენზე ტელეკომპანიის დათმობის მიზნით.
კიდევ ერთხელ ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვისახავთ მიზნად „რუსთავი 2"-ისდასუსტებას, პირიქით, სურვილი გვაქვს, გაძლიერდეს ტელეკომპანია და ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი არშეეშალოთ, ხოლო დარღვეული უფლებების აღსადგენად მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმებს მივმართავთ.
ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობდეს საერთაშორისო საზოგადოებისზედამხედველობისა და სრული გამჭვირვალობის პირობებში. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულდიპლომატურ მისიებს, საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სასამართლო პროცესებისმონიტორინგისათვის თავიანთი დამკვირვებლები მოავლინონ. მიგვაჩნია, რომ მათი ჩართულობა იქნებაგარანტია პროცესის გამჭვირვალობისა და სამართალწარმოების მიმდინარეობისას პოლიტიკური ზეწოლისა დასპეკულაციებისგან თავის დასაცავად, ასევე, რეალური ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობასგამორიცხავს", - ნათქვამია მიმართვაში.