x
image
natia.a
რომელ ჟურნალისტებს "ძულთ" "რუსთავი-2" და მათი პასუხი გვარამიას კრიტიკაზე
image
სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ქონებას ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.

ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს "ფეისბუქზე" უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ტელეკომპანიის მხარდემჭერების, ასევე მისი მოწინააღმდეგეების მხრიდან. "რუსთავი 2"-ის დაყადაღებით გახარებული ჟურნალისტები არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე გააკრიტიკა:

"მოკლედ, დღევანდელმა FB ანალიზმა ცხადყო, რომ მეცხრე არხიდან პირველ არხზე გადაბარგებულები (მაგალითად, ნოდარ ჩაჩუა), მეცხრე არხიდან იმედზე გადაბარგებულები (მაგალითად, თეონა გეგელია) და ტვ
ობიექტივის ჟურნალისტები (მაგალითად, მაკა რაზმაძე) შემდეგ არჩევნებზე შემოხაზავენ ქიბარ ხალვაშს.

დედა, რა ძულთ თურმე რ2. როგორ იყვნენ აქამდე ცოცხლები ჩვენი რეიტინგის და გავლენის შემხედვარე

პ.ს. ყოფილი 24საათელი სოფო თოდუა არ გამომრჩეს. სახელისუფლებო მედია იყო რ2იო, 24 საათის ყოფილი ჟურნალისტი ამბობს. ამან მთლად დამაგდო
პპს შიგადაშიგ შორენა შავერდაშვილი მოზეიმედ ბუნდოვანი თუ ბუნდოვნად მოზეიმე სტატუსით და კომენტარებით
პპპს დათაგულ პერსონებზე არაკორექტული კომენტარები წაიშლება. თვითონ კი არ ზრუნავენ იგივეზე, მართალია", - წერს გვარამია.


გვარამიას "ბრალდებებს" სოფო თოდუა და თეონა გეგელია გამოეხმაურნენ:


სოფო თოდუა: თვითლუსტრაცია გამიგია, მაგრამ ასეთი? ჯერ ერთი, იყო და არის-თქო, მეორეც: მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი რომ გიკიჟინებს, გაზეთი, სადაც წერდი, ასევე გარიგებული იყო ხელისუფლებასთანო, ამას რა ჰქვია? და მესამეც: არასდროს არ დამიმალავს ის, რაც არ მომწონდა "24 საათის", მათ შორის - არც დამფუძნებელ-გამომცემლებისთვის. მაგრამ რაც მომწონდა, არც იმის დამალვას არ ვაპირებ: მიუხედავად იმისა, რომ იყო და არის თვითცენზურა, რაც, შესაძლოა, უფრო სახიფათო იყოს ჟურნალისტისთვის, ვიდრე ცენზურა ხელისუფლების მხრიდან, "24 საათში" ვწერდი კრიტიკულ წერილებს ხელისუფლების მისამართით და ამის გამო არავის არ გავუგდივარ. ეს არ იყო ჩემი თვითმიზანი, უბრალოდ ავირჩიე სფერო, რომელიც თავისთავად გულისხმობდა სახელმწიფო პროგრამების ანალიზს, შესაბამისად, მიწევდა ხელისუფლების გაკრიტიკება.

ჰოდა, ბატონო ნიკა, თქვენს ეთერშიც რომ მენახა ასეთივე სიუჟეტები და არა მუდმივად ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები, სულ სხვას დავწერდი ახლა. და რაც ახლა ხდება რუსთავის თავს, თვითლუსტრაციაზე უარესია მგონი. სირცხვილია, როცა კონკრეტილ მედიასაშუალებას მხოლოდ მაშინ ახსენდება დემოკრატია და ადამიანის უფლებები, როცა ეს უშუალოდ მას ეხება. ასევე სირცხვილია, მედიით სპეკულაცია. როცა სხვას წაართმევ წილს და მერე ის სხვა გიჩივლებს, ეს არ არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება. აი, რუსთავის კონცერტების აკრძალვა - ნამდვილად დიდი სისულელე იყო.ისე კი, ხალვაშიც, ოქრუაშვილიც და გვარამიაც ერთი გუნდის წევრები იყვნენ, როცა "რუსთავის" წილების "გადანაწილება" ხდებოდა. აი, აქედან უნდა დაიწყონ გამოძიება"



თეონა გეგელია: გმადლობ -ს თ უნდა თურმე ბოლოს ))) ეს თუ ვინმეს კედელზე შემოვარდა არც გაეხუმროთ, ისვრის.


ნიკა გვარამია: გადაამოწმეთ ვიდრე ასეთ სისულელეს დაწერთ. წინასწარ გმადლობთ ორპირიანი ზმნაა - მე, შენ) შესაბამისად -თ ჭირდება. ნახვამდი-თ და გმარჯობა-თ ში ნუ აგერევათ. ყური მოგიკრავთ, რომ იქ არაა საჭირო და გმადლობთ მიუმატეთ. ასე ზედაპირულად და ყურმოკრულად რომ ხართ ყველაფერში, იმიტომ ხართ ახლა იმედშიც სამადლოდ.





0
472
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0