x
image
K.P.
ნინა წკრიალაშვილს მკერდზე მცირე კვანძები აღმოაჩნდა! როგორ გრძნობს თავს მომღერალი ოპერაციის შემდეგ?

image
მომღერალ ნინა წკრიალაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. როგორც გაირკვა, მან მკერდის ოპერაცია გაიკეთა. მომღერალს მკერდზე მცირე კვანძები აღმოაჩნდა, რის გამოც ონკოლოგიურ კლინიკას მიმართა. ნინას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და მას საფრთხე არ ემუქრება. მომღერალს ოპერაციის შემდგომ მკერდის ფორმა აღარ მოეწონა და ამ პრობლემის გადასაჭრელად პლასტიკურ ქირურგს მიმართა. ნინა ამ ყველფერს არც მალავს, "მარაო რუსთავი 2"-ის გადაცემა "კოქტეილში" მან ნუკი კოშკელიშვილს ახალი მკერდიც აჩვენა. მომღერალს სიცხეში სახვევით სიარული უწევს, თუმცა შედეგით კმაყოფილია და ზღვის სეზონისათვის ემზადება.image

შეგახსენებთ, რომ ნინა წკრიალაშვილი რამდენიმე წლის წინ ქართული "ფლეი ბოისთვის" გაშიშვლდა. სკანდალმაც არ დააყოვნა. მას შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი ნინა წკრიალაშვილის ცხოვრებით ინტერესდება. მომღერალს პირველი უიღბლო ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს. მისიბოლო სიყვარული კი თენგო წივწივაძე გახლდათ. წყვილი ეჭვიანობის გამო დაშორდა, თუმცა თენგო მომღერალს შერიგებას სთხოვდა. თენგომ გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ნინას მისწერა: "როცა მოვკვდები რასაც იგრძნობ, ისე ცუდად ვარ, რომ არ მნახულობ"... "ამის შემდეგ, ავარიამდე 15 წუთით ადრე მომწერა: "მიყვარხარ მთელი ცხოვრება და ცხოვრების მერეც... 15 წუთში ავარია მოხდა და გარდაიცვალა..."-გვიამბო მომღერალმა. ნინას თენგოს ოჯახთან ურთიერთობა დღემდე აქვს და შეძლებისდაგვარად მის შვილებზეც ზრუნავს. მომღერალი ძალიან ნანობს, რომ ყოფილ მეუღლეს არ შეურიგდა.

ვუსურვოთ ნინას ჯანმრთელობა და წარმატებები...image

0
327
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0