პროზა როცა დროზე ადრე ბრუნდები სახლში – სახალისო ისტორია 2015, 30 ივლისი, 0:09 ერთი ყმაწვილი სამსახურიდან ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა. როგორც კი სახლში შევიდა, უცნაური ხმები გაიგონა, რომელიც მისი საძინებლიდან მოდიოდა. სასწრაფოდ ავიდა ზედა სართულზე და რას ხედავს – მისი შიშველი, გაოფლილი ცოლი საწოლზე წევს და ძლივს სუნთქავს. "რა ხდება?.. რა გჭირს?" ჰკითხა ქმარმა. "გულის შეტევა მაქვს, " წამოიყვირა ქალმა. კაცი საჩქაროდ ჩავიდა ქვემოთ და ხელი სტაცა ტელეფონს, მაგრამ სანამ ნომერს კრიფავდა, მისმა ოთხი წლის ვაჟმა მიირბინა და უთხრა: " მამიკო! მამიკო! ტიტველი ბიძია ტედი შენს კარადაში იმალება!" მან დააგდო ძირს ტელეფონი, ავარდა ისევ ზედა სართულზე საძინებელში, ჩაუარა ცოლს, რომელმაც კივილს უფრო მეტად მოუმატა, გამოაღო კარადის კარი და მართლაც, მისი ძმა – სრულიად შიშველი, მოკუნტული ზის. "ოჰ, შე დამპალო, უჯიშო ნაძირალა!" გაცოფებულმა კაცმა უყვირა, "ჩემს ცოლს გულის შეტევა აქვს, შენ კიდევ ტიტველი აქეთ-იქეთ დარბიხარ და ბავშვებს აშინებ!" 947 6-ს მოსწონს
|