x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
დიეტა ,,კიბე"
image
დიეტა “კიბე"- არის ახალი სუპერდიეტა გახდომისათვის, რომელიც საშუალებას

მოგცემთ, წონაში 3-დან - 8 კგ-მდე დაიკლოთ. ამასთან, გახდომის შედეგი ხანგრძლივი დროის მანძილზე გაგყვებათ. ხოლო გახდომის ეს მეთოდი არანაირ ზიანს არ მიაყენებს

თქვენს ჯანმრთელობას, პირიქით, მდგომარეობა უკეთესობისკე შეიცვლება.

დიეტა სულ ხუთი საფეხურისგან შედგება. ერთი საფეხური - 1 დღე და ყოველი დღე,


დიეტის ახალი ეტაპია.


დიეტა “კიბე"

I დღე - I ეტაპი

გაწმენდა

ამ დღეს თქვენ მოგიწევთ ორგანიზმის გაწმენდაზე ზრუნვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი

ეტაპია და სრული სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ, რადგან სწორედ ამ დღეს

იწმინდება ორგანიზმი წიდებისგან (შლაკებისგან). და თუ ყველაფერს კარგად

გააკეთებთ, ჯილდოსაც მიიღებთ - თქვენი წონა 1-2 კგ-თ შემცირდება.

დღის რაციონი: 1 კგ. ვაშლი და 1 ლ-ზე მეტი წყალი. ამასთან ერთად უნდა მიიღოთ

6-8 აბი აქტივიზებული ნახშირი (თითო აბი, ყოველ 2 სთ-ში ერთხელ).

დიეტა “კიბე"

II დღე - II ეტაპი

აღდგენა


მეორე დღე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენის ეტაპია. რაც

აუცილებელია არა მარტო გახდომისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც.


დღის რაციონი: 1 ლ. უცხიმო კეფირი და 600 გრ. დაბალცხიმიანი ხაჭო. 1 ლ. წყალი

ან მინერალური წყალი გაზის გარეშე.

დიეტა “კიბე"

III დღე - III ეტაპი

ენერგეტიკული


ამ დღეს უნდა აღიდგინოთ ის ენერგია, რომელიც ორგანიზმმა დახარჯა წინა ორი

ეტაპის დროს. ენერგიის აღსადგენად კი გლუკოზის მიღება არის საჭირო. მაგრამ,

გლუკოზა ორგანიზმმა უნდა მიიღოს არა შაქრის, არამედ ჩირისა და თაფლის სახით.

ამ “ტკბილ" დღეს, თქვენ 0, 5-1 კგ-ს დაკარგავთ.


დღის რაციონი: 2 ს. კ. თაფლი, 300 გრ. ქიშმიში, ჩირის კომპოტი შაქრის გარეშე

(შეგიძლიათ ფრუქტოზათი შეცვალოთ) და წყალი.

დიეტა “კიბე"

IV დღე - IV ეტაპი

მშენებლობა


IV ეტაპზე, ორგანიზმში არსებული ცხიმები ისე იწვება, რომ პროცესი არ ეხება კუნთის

მასას. ცილების აქტიური ნაკადი ორგანიზმს საშუალებას აძლევს აწარმოოს “სამშენებლო" სამუშაოები. ამ ეტაპზე ორგანიზმი 700 -1, 3 კგ-ს დაკარგავს.


დღის რაციონი: 500 გრ. ქათმის ან ინდაურის ხორცი და მწვანილი (აუცილებელია).

ხორცი შეგიძლიათ მოხარშოთ, მოამზადოთ ორთქლზე ან ღუმელში. დღის მანძილზე,

აუცილებელია წყალიც.

P. S. თუ ვეგეტარიანელი ხართ, ქათმის და ინდაურის ხორცი, შეგიძლიათ სოიას პროდუქტით (ფარშით) ჩაანაცვლოთ.

დიეტა “კიბე"


V დღე - V ეტაპი

ცხიმების ინტენსიური წვა

ეს არის დიეტის ბოლო დღე და შესაბამისად, მისი კულმინაციური ეტაპი, დღე როდესაც

უნდა მოხდეს, ორგანიზმში არსებული ცხიმების მნიშვნელოვანი რაოდენობის წვა. დიდი რაოდენობით ცხიმის წვის მიზეზი არის ორგანიზმში შექმნილი უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსი, რომელსაც 4 დღიანი დიეტა იწვევს. ასეთ მდგომარეობაში, რთულად მოსანელებელი საკვების მიღების შემთხვევაში, ორგანიზმი იძულებული იქნება თვითონ გამოიმუშაოს ენერგია, ორგანიზმში არსებული ცხიმების დაწვის ხარჯზე.

დღის რაციონი: ხილი, ბოსტნეული და შვრიის ფანტელები (უმი სახით).

დიეტა “კიბე"


0
12853
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
12853
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0