სხვა მან მეგობრის 4 გოგონა იშვილა(მეგობრობის არაჩვეულებრივი მაგალითი) 2015, 27 ივლისი, 15:11 ლორა და ელისაბეტი ამერიკელმა ლორა რუფინომ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მეგობრობა მართლაც ძლიერი გრძნობაა. მისი მეგობარი, მსახიობი და მწერალი ელიზაბეტ დაიმონდი მარტო ზრდიდა ოთხ ქალიშვილს. შარშან აგვისტოში მას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – თავის ტვინის სიმსივნე. მას მერე, რაც ყველაფერი გააცნობიერა, თავის საუკეთესო მეგობარ ლორას სთხოვა, თუ რამე დაემართებოდა, მის შვილებზე ეზრუნა. ელისაბეტი ქალიშვილებთან ერთად ამ წელს, აპრილში, 40 წლის ელიზაბეტი გარდაიცვალა. მისი ქალიშვილები – ტარა, სამონა, ელი და ლილიანი მაშინ 5-დან 12 წლამდე ასაკისანი იყვნენ. ლორამ მეგობარს უერთგულა და ქმართან ერთად იშვილა ლორას დაობლებული პატარები. ახლა თავისი ორი შვილის გარდა, კიდევ ოთხი შვილი ჰყავს. ახალი ოჯახი გადიდებულ ოჯახზე ადგილობრივმა მთავრობამაც იზრუნა და რუფინოს დიდი მაცივარი და დიდი მაგიდა აჩუქეს, რომ 8-სულიანმა ოჯახმა თავისუფლად ისაუზმოს და ივახშმოს ერთად. გარდა ამისა, სპეციალური საიტი შეიქმნა, რომლის მეშვეობითაც მსურველები უკვე 6 შვილის მშობლებს თანხებით დაეხმარებიან. 304 8-ს მოსწონს
|