x
image
K.P.
რა გააკეთა თინა მახარაძემ ისეთი, რის გამოც გურანდა გაბუნიამ სერილი დატოვა და რატომ არ დაჯდა ის თამო ვარშალომიძესთან ერთად სტუდიაში?

image
სულ ცოტა ხნის წინ, პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებს" კიდევ ერთი მსახიობი გამოეთიშა. გურანდა გაბუნიამ სერიალი დატოვა. "ჩემს შვილიშვილს ვინც თამაშობდა სერიალში, მაგას ვერასდროს ვერ მივიღებ. მე არ მესმის, როდესაც კაცი ამბობს ისეთ სიტყვებს, იმას ვერ იტანს ვერავინ და ამ დროს ქალი იძახის, თან ჩემი შვილიშვილი. მე ვუთხარი, მე მივდივარ სერიალიდან, მე აღარ მინდა თვენან მუშაობა"-განაცახადა ქალბატონმა გურანდამ გადაცემა "სხვა რაკურსში".

"არ მაინტერესებს არც გურანდა გაბუნია, არც გია ჯაჯანიძის შოუ. ამ გადაცემის ნახვის სურვილი არასდროს გამჩენია. ვფიქრობ, რომ საშინელი გადაცემაა და გურანდა გაბუნიას, ის კონტექსტიც, რა კონტექსტში იქ მსახიობი გამოჩნდა, საშინელებაა. მაპატიეთ, საერთოდ არ მინდა ლაპარაკი. გია ჯაჯანიძის შოუზე და გურანდა გაბუნიაზე ლაპარაკი ისეთი დამამცირებელია ჩემთვის…"-განაცხადა თინა მახარაძემ. მსახიობი მიიჩნევს, რომ ქალბატონი გურანდა მისმა პერსონაჟმა გააღიზიანა, რადგან მათ გადასაღები მოედნის გარეთ კონტაქტი არასდროს ჰქონიათ.

ეს ყველაფერი როდია, როგორც ჩანს ქალბატონ გურანდა გაბუნიას ცოტა უცნაური ხასიათი აქვს. გუშინ "სხვა რაკურსის" სტუმრები რეჟისორი შოთიკო კალანდაძე, გურანდა გაბუნია, ლიკა ქავჟარაძე და თამო ვარშალომიძე უნდა ყოფილიყვნენ. ლიკა ქავჟარაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაცემაში მისვლა ვერ შეძლო. ქალბატონმა გურანდამ კი თამო ვარშალომიძესთან ერთად ეთერში გამოჩენა არ ისურვა. ამ ყველაფრის გამო მოდელი მარტო აღმოჩნდა გია ჯაჯანიძის წინაშე და მომხდარის გამო გულიც დაწყდა. როგორც გაირკვა თამო წინასწარ გაუფრთხილებიათ, რომ მოკრძალებულად ჩაეცვა. ფოტომოდელს მუხლამდე კაბა და დეკოლტე ეცვა და ამტკიცებდა, რომ რჩევა გაითვალისწინა.

1
1366
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1366
  
2015, 25 ივლისი, 1:15
მე მივდივარ სერიალიდან, მე აღარ მინდა თვენან მუშაობა"-განაცახადა ქალბატონმა გურანდამ გადაცემა "სხვა რაკურსში".-----------სერიალიდან წავიდა და "სხვა რაკურსში" მივიდა? მაგრა უბერავს ეს ქალი.
0 1 1