x
image
ბუბუ007
ცნობილი ადამიანები,რომლებიც შემთხვევით გახდნენ ცნობილები(ნაწილი II)
ისინი დღეს არიან საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები, თუმცა მათი ცნობადობა
შემთხვევითობამ განაპირობა, უბრალოდ ისინი აღმოჩნდნენ საჭირო დროსა და
საჭირო ადგილას.

ჯონი დეპი–ის საერთოდ არ ფიქრობდა კინოვარსკვლაობაზე, ის უსმენდა როკს და დედასაც სურდა, რომ “როკერი ''გამხდარიყო, ამიტომ მას დაბადების დღეზე ელექტრო გიტარა აჩუქა.გაჰყვა მუსიკას, სადაც 15 წლის ასაკში დაიწყო ნარკოტიკის და ალკოჰოლის მიღება.ის საბავშვო ჯგუფის “The Kids P''–ის წევრი იყო.20 წლის ასაკში მან იქორწინა ლორი ენ ელისონზე, რომელიც მუშაობდა კინოსტუდიაში, სადაც მოელაპარაკა ნიკოლას ქეიჯს დეპისათვის როლი დაემტკიცებინა კინოფილმ “ქუჩის კოშმარი''–ზე.მან დატოვა ჯგუფი და დაიწყო კინოს სფეროში მოღვაწეობა.

image

ალენ დელონი–ბავშვობაში ის სწავლობდა სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ მშობლებს სურდათ მას ესწავლა ძეხვის დამზადება, მან დაიწყო მუშაობა პატარა დუქანში “ლეი–ლე–როზ''–ში, ამის შემდეგ ის სამუშაოდ წავიდა პარიზში.


17 წლის ასაკში მან პარიზის ერთერთ მეტროში წაიკითხა აფიშა:“თქვენ გახდებით მფრინავი და გაივლით სტაჟირება კანადაში'', თუმცა მოგვიანებით გაიგო, რომ მიღება უკვე აღარ იყო.1953 წელს ის გახდა მეზღვაური, რომელიც არასოდეს გასულა ზღვაში.

ჯარის დამთავრების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო ოფიციანტად ელისეის მინდორზე გახსნილ ლუდხანაში, თავმოყვარე ალენმა მალევე დატოვა ლუდხანა და დაიწყო სიარული “კასტინგებზე''.1956 წელს კანში უილსონმა დელონს შვიდ წლიანი კონტრაქტი გაუფორმა ჰოლივუდში, სადაც იგი შეხვდა რეჟისორ ივონ აპლეგრეს, საიდანაც იწყება დელონის მოღვაწეობა კინოსამყაროში.

image

მერლინ მონრო

ულამაზესმა მერლინმა მთელი ბავშვობა ბავშთა შესაფარში გაატარა, მოგვინაბით მან მუშაობა დაიწყო სამხედრო ქარხანაში, რომელიც ამოწმებდა პარაშუტებს, ერთერთი ცნობილი ჟურნალის YANK–ის ფოტოგრაფის მიერ ქარხანაში გადაღებული ფოტო აღმოჩნდა მისთვის წარმატებული.

ფოტოგრაფის განცხადებით:“ გოგონას ასეთმა მონაცემებმა შეიძლება მსოფლიო დაიპყროს''.

image

0
292
1-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0