x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა სურთ ქალებს – სახალისო ისტორია
image


ერთი კაცი კალიფორნიის სანაპიროზე დასეირნობდა. მოულოდნელად ფეხი ძველ ლამპას წამოკრა. აიღო და ხელი ისე, ყოველი შემთხვევისთვის გაუხახუნა – იქნება და ჯინი ამოძვრესო და მართლაც ასე მოხდა. ჯინმა უთხრა: "კარგი, კარგი. ფაქტია, რომ შენ ლაპიდან ამომიყვანე. რომ იცოდე, ეს უკვე მეოთხედ ხდება ამ თვეში და სიმართლე

გითხრა სერიოზულად დამღალა ამ თქვენმა სურვილებმა, ასე რომ, შეგიძლია დაივიწყო

სამი სურვილის შესახებ, მხოლოდ ერთს შეგისრულებ!" კაცი იქვე ქვაზე ჩამოჯდა, ცოტა ხანი იფიქრა და ბოლოს უთხრა: "ყოველთვის მინდოდა ჰავაიზე წასვლა, მაგრამ ფრენის მეშინია და ამასთან ზღვის ავადმყოფობაც მემართება. თუ შეგიძლია ხიდი ამიგე აქედან ჰავაიმდე, მანქანით რომ შევძლო იქ წასვლა." ჯინს გაეცინა და თქვა: "ეს შეუძლებელია!


ლოჯისტიკურ მხარეზე იფიქრე! წარმოგიდგენია მაინც როგორ უნდა ჩაწვდეს წყნარი ოკეანის ფსკერს ხიდის საყრდენები? ან რამდენი ცემენტი დაჭირდება?... და რკინა? არა, ძმაო, მოდი სხვა სურვილი ჩაიფიქრე." კაცი დათანხმდა და შეეცადა ნამდვილად კარგი სურვილი მოეფიქრებინა. ბოლოს მან თქვა: "ცხოვრებაში ოთხჯერ ვიყავი დაქორწინებული და გაყრილი. ჩემი ცოლები ყოველთვის მსაყვედურობდნენ, რომ მე ისინი არ მანაღვლებდა და ვიყავი უგრძნობი. ასე რომ, მე მსურს შევძლო ქალების გაგება... ვიცოდე, თუ რას გრძნობენ შინაგანად და რას ფიქრობენ, როდესაც არ ლაპარაკობენ... ვიცოდე, რატომ ტირიან ან რა უნდათ სინამდვილეში, როდესაც ამბობენ რომ "არაფერი"... ვიცოდე, თუ როგორ გავაბედნიერო ისინი და საერთოდ – რა სურთ ქალებს." ჯინმა შეხედა კაცს და უთხრა: "რაო, წეღან რას მეუბნებოდი?..ხიდიო?.. ორ

სავალიანი გინდა თუ ოთხიანი?"



0
374
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0