x
image
ციცი
Mediator image
ოთო ნემსაძე დუმილს არღვევს-"ეხლა უბრალოდ არ შეიძლება გაჩუმება!" "არ შევეგუები ცილისმწამებლურ და ათასნაირ მოგონილ ისტორიებს."

image
ცოტა ხნის წინ მუსიკალური ტელეშოუ "ერთი ერთში" დასრულდა... ფინალში გამარჯვებულმა მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მას კოლეგებმა გამარჯვება არ მიულოცეს. "არცერთმა არ მომილოცა, აი არცერთმა..."-აღნიშნა თაკო გაჩეჩილაძემ იმედის არხზე "დღის შოუში", სადაც იგი სტუმრად იყო მიწვეული.

ფინალთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, "ერთი ერთში" მონაწილე კონკურსანტი ოთო ნემსაძე გამოეხმაურა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე:

"ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი და ეხლა უბრალოდ არ შეიძლება გაჩუმება, პირველ რიგში არავის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს და ვინც მიცნობს, იცის რასაც ვფიქრობ ზოგადად ჩემს კოლეგებზე და მითუმეტეს ინტრიგანი და შურიანი ადამიანი ნამდვილად არ ვარ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ საერთოდ არანაირი კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს. ჯერჯერობით ამ კონკურსზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დამთავრდა, მაგრამ არ შევეგუები ცილისმწამებლურ და ათასნაირ მოგონილ ისტორიებს, ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა არც ამ შოუთი დაწყებულა და არც აქ არ დამთავრდება. მინდა ყველამ იცოდეს და თუ ვინმეს სურვილი აქვს გადაახვიოს და ნახოს, რომ მე ჩემს კოლეგას, მართლაც რომ ერთ-ერთ საუკეთსო მომღერალს თაკო გაჩეჩილაძეს, სცენაზევე მივულოცე და დღესაც და ცხოვრების ბოლომდეც ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას. რაც შეეხება სცენაზე დგომას, ნამდვილად არ გავჩერდებოდი იმ სცენაზე, სადაც ფინალში მიკროფონი მეთიშება და სადაც ნამდვილად ის აურაა, რომელში ყოფნასაც არც ერთ ჩემს კოლეგას არ ვუსურვებ. ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ შეურაწმყოფელი კომენტარებისაგან და დატკბით ცხოვრებით! წარმატებები ყველას და მადლობა უამრავ ადამიანს, რომელიც არა მარტო ამ სამი თის განმავლობაში, არამედ მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით არიან. მიყვარხართ და მეამაყებით!"image

0
1064
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1064
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0