x
image
K.P.
როგორ ეხმაურებიან ცნობადები მამულიჩას დაკავების ფაქტს? "ამ ბიჭის ფასი ყველა ერთად ვერ ხართ", "მამულიჩას ადგილი ციხეში არაა"
image
გუშინ გამთენიისას ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი, კახა მამულაშვილი იგივე მამულიჩა
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

დღეს კი პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა. როგორც ირკვევა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კახა მამულაშვილს ექვსიდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"არასწორი ინფორმაციაა, ვინ გითხრათ რომ ჩემი მეუღლე დააკავეს, იცით რამდენი კახა მამულაშვილს ვიცნობ? მე თავად ვიცნობ მეყვავილე კახა მამულაშვილს… ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფება და გერმანიაშია"-ამტკიცებდა ლელა წურწუმია, თუმცა დაკავების ამსახველმა კადრებმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მეგობრის დაკავების ფქტს ეხმაურებინ.


"ამ ბიჭის ფასი ყველა ერთად ვერ ხართ თქვენი ოჯახებით და ნაცნობებით, ვინც ასეთი გახარებულები ხართ. ყველაფერი კარგად იქნება..."-განაცხადა ნინა წკრიალაშვილმა.

"მამულიჩ და ლელა გვიყვარხართ! უფალი განსაცდელს გვივგზავნის გადასარჩენად, ყვლაფერი მოგვარდება და ცოტა ხანში ჩვენი მოუსვენარი ცხოვრების უმნიშვნელო ეპიზოდად გაგვახსენდება. ნითუმეტეს რომ შენნაირი ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი კაცი ჩვენ ცოტა ვინმე თუ შეგვხვედრია და ეს მთელმა თბილისმა იცის! ვახო და მაია"-ვახტანგ რჩეულიშვილი.

"მე შენ მიყვარხარ..."-ნინი ქარსელაძე.

"მეც მიყვარხარ მამუ"-წერს თიკა ჯამბურია.

სიტყვების ნაცვლად, გულის სმაილებით შემოიფარგლნენ თიკო სადუნიშვილი და მერსი სულხანიშვილი.

ლელასა და მამულიჩას თანადგომას უცხადებს მერაბ სანოძე.

"რამდენიც გინდათ ავრცელეთ კადრები, მამულიჩას ადგილი ციხეში არაა"-ნოე სულაბერიძე.

"ჩემი ძმა ხარ, მიყვარხარ. მე შენს გვერდით ვიქნები სულ"-თათია შარანგია. imageimageimageimage



0
2117
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0