x
image
თავისუფალი თაობა
ფოთის მერმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო

ფოთის მერი ირაკლი კაკულიაპოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" ინიციატივით ფოთში, კლინიკურ საავადმყოფოში, სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციაში "ქართული ოცნების " ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრებთან ერთად პარტიის თავმჯდომარე, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, საქალაქო სამსახურისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ. აქციაზე 70-მდე მოხალისე დონორმა გაიღო სისხლი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.

image



ფოთში განხორციელებულ სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს საქართველოს სისხლის ბანკის ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა.

imageimage
image


0
36
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0