x
image
ინ-იანი
ჩიუნე სიგიჰარა-მან 6000 ებრაელი გადაარჩინა

image
ჩიუნე სიგიჰარა – იაპონელი დიპლომატი, რომელიც წარმოადგენდა იაპონიის იმპერიის კონსულს ლიტვაში მეორე მსოფლიო ომის დროს. მან ისარგებლა თავისი თანამდებობით და დაეხმარა ათასობით იუდეველს გასულიყვნენ ქვეყნიდან, მან გამოუწერა ებრაელებს სატრანზიტო ვიზები იაპონიის მიმართულებით გასამგზავრებლად, რითაც საფრთხეში ჩააგდო საკუთარი კარიერა და ოჯახის უსაფრთხოება.
ჩიუნე სიგიჰარა დაიბადა საშუალო კლასის ოჯახში 1900 წლის 1 იანვარს იაპონიის ჩუბუს რეგიონის ქალაქ იაცუში. მამამისი ცნობილი ექიმი გახლდათ, ხოლო მისი დედა სამურაების კლასის შთამომავალი. 1919 წელს სასწავლებელის დამთავრების შემდეგ მის მამას უნდოდა მასაც მედიცინა ესწავლა, მაგრამ მან გადაწყვეტილება შინაგანი სურვილის მიხედვით მიიღო და ჩააბარა ვასედას უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე. ცოტა ხნის შემდეგ გაიარა გამოცდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობების საკითხში მუშაობის დასაწყებად. სამინისტრომ პირველად იგი ჩინეთში გააგზავნა, სადაც მან მაღალ დონეზე შეისწავლა გერმანული და რუსული ენები, რაც დაეხმარა განევითარებინა თავისი დიპლომატიური კარიერა და გამხდარიყო სამინისტროში საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის სფეროს ხელმძღვანელი.
მოგვიანებით მიიღო ვიცე მინისტრის თანამდებობა მანჩრურიაში. მაგრამ მოუწია დაეთმო ეს პოსტი საკუთარი ღირსების გამო, ვინაიდან არ ეთანხმებოდა იმ სასტიკ შეთანხმებას, რომელიც დაკავშირებული იყო ჩინელების წინააღმდეგ.
სიგიჰარა ყველა დანარჩენი იაპონელისგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა და უკვე ავლენდა მის განსაკუთრებულობას იაპონიის იმპერიის დიპლომატურ სფეროში. მას ერჩივნა დამორჩილებოდა საკუთარ სინდისა და მორალურ პრინციპებს იმის ფასად, რომ ამის გამო ურთულეს პრობლემებს აწყდებოდა კარიერაში.
როდესაც დაბრუნდა იაპონიაში იქორწინა იუკიკო კიკუჩი-სთან, რის შემდეგაც გაგზავნილი იქნა იაპონიის დიპლომატიურ ცენტრში ფინეთში ქალაქ ჰელსინსკში.
1939 წლის მარტში კი ჩიუნე სიგიჰარა გააგზავნეს კაუნაში (ლიტვა), რომელიც მდებარეობდა სტრატეგიულ ადგილზე ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, რათა დაეფუძნებინა იაპონიის საკონსულო.
მისი გამგზავრებიდან ლიტვაში ცოტა ხანში, როცა ჯერ კიდევ ერგებოდა მის დიპლომატიურ ფუნქციებს, იმავე წლის სექტემბერში ნაცისტური გერმანიის ჯარებმა დაიკავეს პოლონეთი. შედეგად ებრაელი პოლონელების დიდმა ტალღამ მიატოვა პოლონეთი და გადაინაცვლეს მეზობელ ლიტვაში, რომელიც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ამ პერიოდში აღწევდა ის გამაოგნებელი ისტორიები, თუ რას უშვებოდნენ გერმანელები ებრაელ მოსახლეობას. ვინც მოახერხა გაქცევა – ყოველგვარი ქონებისა და ფულის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ადგილობრივმა იუდეველებმა ლიტვაში ყველაფერი გააკეთეს რათა მათ აღმოეჩინათ დახმარება მათი მოძმეებისათვის, ეს იქნებოდა ფულით, ტანსაცმლითა თუ საცხოვრებლებით.image
ომის წინ კაუნას მოსახლეობა 120.000 – მოსახლეს შეადგენდა, რომლის მეოთხედი ნაწილი იუდეველები გახლდნენ. ლიტვა ამ მომენტში იუდეველებისათვის მშვიდობისა და წარმატების საოცნებო ადგილს წარმოადგენდა. ლიტველი ებრაელების უმრავლესობა აგრძელებდა მშვიდ ცხოვრებას და ვერ აცნობიერებდა იმ რისკს, რაშიც ცხოვრობდნენ და არ უშინდებოდნენ იმას, რაც ხდებოდა მეზობელ პოლონეთში, რომ ათასობით იუდეველს სასტიკად ხოცავდნენ, ვერ წარმოედგინათ რომ მე-20 საუკუნეში შეიძლებოდა მსგავსი რამ მომხდარიყო.
სიტუაციების ცვლილება დაიწყო 1940 წლის შუაწელს, როდესაც საბჭოელები შეიჭრნენ ლიტვაში. ახლა უკვე მეტისმეტად გვიანი იყო იმისათვის, რომ მიეტოვებინათ ეს ქვეყანა. საბჭოელებმა ქვეყნიდან გასვლის უფლება მხოლოდ იმ ებრაელებს მისცეს, რომლებიც პოლონეთიდან იყვნენ ჩასულები, მაგრამ იმ პირობით რომ შეეძლოთ გადაეკვეთათ საბჭოთა კავშირი მხოლოდ დოკუმენტები წესრიგში არსებობის შემთხვევაში.
1940 წელს უკვე ევროპის უდიდესი ნაწილი ნაცისტების ძალაუფლებას ქვეშ იმყოფებოდა, დიდი ბრიტანეთის გარდა, რომელიც მარტო დარჩა. დანარჩენი მსოფლიო თითქოსდა თავისუფალი იყო, მაგრამ ქვეყნების უმრავლესობა ერიდებოდა ნაცისტების განაწყენებას და ცდილობდა თავი აერიდებინა დევნილი იუდეველების მიღებას და ყველანაირ წინააღმდეგობას უქმნიდნენ მათ ქვეყანაში შესასვლელად. ამიტომ ებრაელები, რომლებიც მაინც ახერხებდნენ ამ ქვეყნებში შესვლას ყველანაირად შეზღუდულები და უფლება აყრილნი იყვნენ.
ამ საშინელი დიპლომატიური სიტუაციის დროს სიგიჰარა ჩიუნე ებრაელთათვის გადაიქცა სიცოცხლის გადარჩენის საკვანძო პიროვნებად. მასზე იყო დამოკიდებული ათასობით ებრაული ოჯახის ბედიღბალი.
უკვე აღწევდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანელები სწრაფად მიიწევდნენ წინ აღმოსავლეთისკენ (ლიტვისკენ). 1940 წლის ივლისში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებმა მისცეს მითითება ყველა მათ ელჩებს, რომ მიეტოვებინათ ეს ქვეყნების საკუთარი უსაფრთხოების მიზნით. თითქმის ყველა საკონსულო დაიკეტა ლიტვაში და დაუყოვნებლივ მიატოვეს იქაურობა ელჩებმა და კონსულებმა, მაგრამ ჩიუნე სიგიჰარამ მოითხოვა იქ დარჩენის უფლება და მიიღო კიდევაც, მაგრამ მხოლოდ 20 დღის განმავლობაში.
ჰიტლერი აფართოვებდა თავის გავლენას აღმოსავლეთ ევროპაში და ცდილობდა ბოლო მოეღო ყველა თავშეფარებული ებრაელისათვის. მაშინ პოლონელმა ებრაელებმა შეიმუშავეს საკუთარი თავის გადარჩენის გეგმა, რომელიც ერთადერთი შანსი იყო სიცოცხლის შესანარჩუნებლად. გეგმა კი იმაში მდგომარეობდა, რომ უნდა გამგზავრებულიყვნენ მოსკოვში, შემდეგ იაპონიაში და იქიდან გუიანას გავლით კარიბის კუნძულებზე. მეორეს მხრივ ჰოლანდიის კონსული იან ზვარტენდიკი თანახმა იყო სავიზო ბეჭდები დაესვა მათ პასპორტებზე იქ შესაღწევად (იმ დროისთვის კარიბის კუნძულები ჰოლანდიის კოლონია იყო).
მაგრამ თუნდაც ჰოლანდიის ბეჭედდასმული პასპორტები ჰქონოდათ, ებრაელებს კიდევ ერთი დიდი პრობლემა ჰქონდათ. ცხადია ამ ეპოქაში ცხადია არ იყო პირდაპირი ფრენები კარიბის კუნძულების მიმართულებით. ამიტომ უნდა გასულიყვნენ ლიტვიდან, გაევლოთ საბჭოთა კავშირი, გადაეკვეთათ იაპონია, რაც იქნებოდა მათი გზა კარიბის მიმართულებით.image
1940 წლის ივლისის ბოლოს, ერთ დილას ჩიუნე სიგიჰარას ოჯახი ბევრი ხალხის ხმაურმა გააღვიძა. ლტოლვილებმა იცოდნენ რა, რომ მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი იაპონიის ვიზის მოპოვება იყო, საელჩოს გარშემო მოეყარათ თავი. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იაპონიის კონსული მისცემდა სატრანზიტო ვიზას, შეძლებდნენ გადაეკვეთათ საბჭოთა კავშირი და გამოეყენებინათ იაპონია, როგორც სატრანზიტო ქვეყანა.
ჩიუნე სიგიჰარა შეძრა ამ სიტუაციამ და მოინდომა მათი დახმარება, მაგრამ ამხელა რაოდენობის ვიზების გასაცემად სჭირდებოდა ნებართვა მისი ზემდგომებისგან. მან მალევე მოითხოვა მსგავსი ნებართვა ტოკიოსგან, მაგრამ რაკი იაპონიას არ უნდოდა თავისი დიდი დიდი მოკავშირის ჰიტლერის განაწყენება – გადაჭრილი უარი მიიღო.
მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწია მოეპოვებინა მსგავსი ნებართვა. კარგად მოეხსენებოდა რა იაპონელების მკაცრი დისციპლინა – იცოდა, რომ სასწორის ერთ მხარეზე იდო მისი კარიერა და ოჯახის უსაფრთხოება ხოლო მეორეზე ათასობით ადამიანის სიცოცხლე.
სიგიჰარას უნდოდა ეს გადაწყვეტილება მეუღლესთან ერთად მიეღო ხოლო იგი, როგორც აღვნიშნეთ წარმოადგენდა რა სამურაიების შთამომავალს – მთელი ცხოვრება აღზრდილი იყო იმ შთაგონებით, რომ ყოველთვის, როცა შეძლებდა უნდა დახმარებოდა გაჭირვებულებს.
სიგიჰარამ მეუღლესთან ერთად საბოლოოდ მიიღო ურთულესი გადაწყვეტილება დახმარებოდა ათასობით ლტოლვილს, თუნდაც საკუთარი კარიერის და ოჯახის მომავლის სანაცვლოდ და გამოეწერა ვიზები თითოეული მათგანისათვის.

1940 წლის 31 ივლისიდან 28 აგვისტომდე, 29 დღის განმავლობაში თავის მეუღლესთან ერთად ხელით წერდა სატრანზიტო ვიზებს. საათობის, დღეების განმავლობაში ამ 4 კვირაში ხელით წერდა, და ბეჭედს უსვამდა საშუალოდ 300 ვიზას დღეში. სამუშაო იმდენად შრომატევადი იყო, რომ დღის ბოლოს მისი ცოლი იუკიკოს უწევდა მასაჟი ეკეთებინა კონსულისთვის დაღლილ ხელზე. ხოლო საკონსულოსთან არ წყდებოდა დღედაღამე დახმარების სათხოვნელად მოსული ადამიანების რიგი.
მიუხედავად მათი ასეთი მონდომებისა ებრაელების დახმარებისა, ზოგიერთი იუდეველი იმდენად ვერ ითმენდა, რომ იწყებდა კედლებზე გადმომხტომას და მისთვის ფეხებიც დაეკოცნათ ვიზის მისაღებად, საკუთარი სიცოცხლისა და ოჯახის გადასარჩენად. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ძრავდა სიგიჰარას გულს და რწმუნდებოდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დროდადრო გამოდიოდა, ხალხს ამშვიდებდა და ჰპირდებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რაც შეეძლო მათ გადასარჩენად.
საბოლოოდ მან დაახლოებით ექვსი ათასი ვიზა გასცა, რისი დაწერა და ხელმოწერაც შეძლო. შედაგად კი საბჭოელებმა აიძულეს დაეხურა საკონსულო და დაეტოვებინა ლიტვა.
არსებობს მრავალი დამოწმება ამ ისტორიაში გადარჩენილებისა, რომლებიც თვითონ იყვნენ მოწმენი, თუ როგორ აგრძელებდა სიგიჰარა ვიზების წერას მაშინაც, როცა საკონსულდან გამოაძევეს, როცა მატარებელში იყო და ფანჯრიდან უყრიდა გარეთ მომლოდინე ებრაელებს, ვიდრე მატარებელი არ დაიძრა.

image
როცა მატარებელი გადიოდა, სიგიჰარამ მოასწრო და გადასცა ერთ მის მეგობარს საკონსულო ბეჭედი და ოფიციალური დოკუმენტები, რათა გაეგრძელებინა და მოესწრო კიდევ მეტი იუდეველის გადარჩენა.
მათმა კი, ვინც მოახერხეს ამ ვიზის მიღება, გაემართნენ მოსკოვისკენ და იქიდან წავიდნენ ვლადივასტოკში, რომელიც ახლოს არის იაპონიის კუნძულებთან. იქიდან კი მრავალი გაემგზავრა იაპონიაში, სადაც ცოტა ხნის შემდეგ გადავიდნენ შანგაიში (ჩინეთი).
მიუხედავად სიგიჰარას დაუმორჩილებლობისა, იაპონიის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ის საჭირო ადამიანს წარმოადგენდა მისი დიპლომატიური უნარების გამო და არ დაითხოვა სამსახურიდან, იგი აგრძელებდა იქ მუშაობას მეორე მსოფლიო ომის 1945 წელს დასრულებამდე. იაპონიის დამარცხების შემდეგ კი მოუწია ნულიდან დაეწო თავისი ცხოვრება.
ოჯახის შესანახად მან დაიწყო კარდაკარ სიარული და ნათურების გაყიდვა. ხანდახან კი მთარგმნელად შოულობდა სამსახურს. ბოლოს კი გადაწყვიტა მოსკოვში გამგზავრებულიყო სადაც თავისი ცხოვრების ბოლო 20 წელი გაატარა.
სიგიჰარას თავის ცხოვრებაში არ მოუპოვებია პოპულარობა, ვიდრე 1968 წელს იეშუა ნიშრიმ, რომელიც ისრაელის საელჩოში მუშაობდა ტოკიოში და რომელიც იყო ერთ-ერთი მოზარდი სიგიჰარას ვიზის მეშვეობით გადარჩენილთა შორის, მას ძებნა არ დაუწყო და საბოლოოდ მიაგნო კიდეც.
სიგიჰარას მიერ გადარჩენილთა ჯგუფმა, წარადგინა მოთხოვნა ისრაელში რათა შეეყვანათ ის “იად ვაშემის” მუზეუმში. 1985 წელს ჩიუნე სიგიჰარა დასახელდა როგორც: „სამართლიანი ერთა შორის“, რაც წარმოადგენს ყველაზე მაღალ ტიტულს, რისი გაცემაც შეუძლია ისრაელს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც დაეხმარნენ ებრაელებს დევნის პერიოდში.
ამ დროს სიგიჰარა უკვე მეტისმეტად მოხუცი იყო და არ ისურვა ისრაელში წასვლა, მაგრამ მისი მეუღლე და შვილი დაესწრნენ მისი ტიტულის მიღების ცერემონიალს. ისრაელმა მის მთელ ოჯახს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.
სიგიჰარა გარდაიცვალა 1986 წლის 31 ივლისს.
მიუხედავად იმისა, რამდენს ლაპარაკობდნენ ისრაელსა და სხვა ქვეყნებში, სიგიჰარა კვლავ უცნობად რჩებოდა საკუთარ ქვეყანაში. ვიდრე მათთვის მოულოდნელად უდიდესი ებრაული დელეგაცია არ ესტუმრა იაპონიას, სიგიჰარას დაკრძალვაზე, მისმა მეზობლებმაც არ კი იცოდნენ თუ რა გმირობა ჰქონდა მას ჩადენილი.

image
image

5
183
10-ს მოსწონს
ავტორი:ინ-იანი
ინ-იანი
183
  
სიგიჰარას გაუმარჯოს!
2015, 16 ივლისი, 19:47
ნეტამც მაკუშ,და არა მარტო,
2015, 16 ივლისი, 19:24
ჩვენს მთავრობაშიც ასეთი სულის პატრონი თუნდაც ერთი რომ ყოფილიყო...
2015, 16 ივლისი, 14:17
ნამდვილად
2015, 16 ივლისი, 13:12
ღირსეული კაცი ყოფილა
0 1 5