x
image
რომეო
მინდა, ვიყოთ ერთად
image"გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი, ცივი ქარია…
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან."
/ოთარ ჭილაძე/










image


„ჩვენ დავდიოდით და ამდენ სახლში არც ერთი სახლი არ იყო ჩვენი… თუმცა, ამაზე არც გვიფიქრია! ვერც დაგვიტევდნენ ალბათ კედლები.“

/ოთარ ჭილაძე/






imageმართლა, რა არის ეს ბედნიერება, ასე ხშირად რომ ვნატრობთ?
ალბათ სითბოსავით კარგი რაღაც, არა?
რა თქმა უნდა როცა ცივა.



/რევაზ ინანიშვილი/




















imageმინდა, ვიყოთ ერთად
მინდა, ვიყოთ ერთად,
სოფელში და წვიმდეს.
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს.
იფარვიდეს შინდი,
შეციებულ ჩიტებს,
შენ კი... ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
არა ვგავდეთ დიდებს…
მიკითხავდე ლექსებს..
მიკოცნიდე ლამაზ,
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე ხშირი
თბილი წვიმით წვიმდეს.
შენ კი . . .
ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
/შოთა ნიშნიანიძე/


0
292
2-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0