x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
გორელი ახალგაზრდების პეტიცია

მას შემდეგ, რაც გორმა ქალაქის სტატუსი მიიღო, მოსახლეობას იმედი ჰქონდა, რომ ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი და შედეგიანი ნაბიჯები გადაიდგმებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დრომე არაფერი გაკეთებულა, არც ინფრასტრუქტურის, არც კულტურული და არც ტურისტული თვალსაზრისით. გორის ახალგაზრდობა, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, პეტიციას აქვექნებს :


გორი დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის


image„ჩვენ, როგორც სტუდენტებს, ახალგაზრდებს, სერიოზულად გვაწუხებს ის გარემოება, რომ გორში შეჩერებულია პრაქტიკულად ყველაფერი და გვყავს არაფრისმკეთბელი მერია, არ კეთდება არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაო. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ დღემდე არ გახსნილა საცურაო აუზი, მიწისქვეშა გადასასვლელები არის ჩაბნელებული და დაბინძურებული, არ გვაქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პირობები, არ გვაქვს ველო ბილიკები.
ჩვენ გვესმის, რომ ამ ყველაფრის მიზეზი არის ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ გორის განვითარებისათვის ზრუნავდეს, ნეპოტიზმსა და კორუფციაში იხრჩობა, რისი არაერთი მაგალითიც ყველა გორელმა იცის.
ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიწყია სპეციალური გამოძიება, თუმცა ჩამოვთვლით იმას, რაც მართლა ყველამ იცის და რის გაკეთებასაც ვაპირებთ:
1. ბევრი შემთხვევაა როდესაც ერთიდაიგივე ადამიანი ორ და მეტ მუნიციპალურ ორგანიზაციაშია დასაქმებული; - (დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, კონკრეტული გვარებით).
2. ყველა მუნიციპალური ორგანიზაციაში გაზრდილია შტატების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით; - (შეგიძლიათ ნახოთ გორის მერიის ბიუჯეტი)
3. იზრდება შტატები იმ ორგანიზაციებშიც კი სადაც ამის საჭიროება არ არის : მაგალითად გირჩევთ დაინტერესდეთ გუბერნიით, რომელსაც გამოეყო სამაშველო სამსახური, ხოლო გამონთავისუფლებულ შტატებზე ახალი თანამშრომლები აიყვანეს, რომლის საჭიროება არ აქვს ნამდვილად გუბერნიას.
4. ასევე გირჩევთ დაინტერესდეთ ტურიზმის განვითარების სააგენტოთი სადაც იმაზე მეტი ადამიანი მიიღეს ვიდრე გაუშვეს;
5. გორის რაიონში საერთოდ განუკითხაობაა - მაგალითად ზეღდულეთის თემში დეპუტატი და გამგებელი - სიძე მოყვარე არიან (ბერიანიძე და ცერცვაძე) - ახალი გამგებლის დანიშვნა არჩევნების შემდეგ მოხდა.
6. არაფერს ვამბობთ ბანკის პროცენტით მიღებული შემოსავლით დაფინანსებულ ხალხურ ანსამბლზე, რომელიც უკვე მეორე ანსამბლი იქნება გორის ტერიტორიაზე 140 ათას ლარიანი ბიუჯეტით.
7. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება - იქნებ ვინმემ გაიხსენოს ბოლოს რა გაკეთდა ქალაქში - მიწისქვეშა გადასასვლელს მოვიყვანთ მაგალითად სადაც ათასობით ლარი დაიხარჯა- ხოლო შედეგი თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ. ( ჩაბნელებული, დაბინძურებული, დამტვრებული კიბეები)
8. მიუხედავად ბევრი დაპირებისა არ დაადგა საშველი ქალაქის ერთადერთი აუზის რეაბილიტაციას;
9. ხოლო ქალაქის მერი ნაცვლად იმისა რომ ქალაქზე ზრუნავდეს - ინტერესთა შეუთავსებლობის კანონს არღვევს, ხოლო ოჯახის წევრებს ასაქმებს ( მაგალითად სახანძრო სამსახური სადაც ჩვენი ინფორმაციით მისი ოჯახის წევრია დასაქმებული)
10. ქალაქის ბიუჯეტი უამრავ თანხას ხარჯავს - თუმცა შედეგს ვერავინ ხედავს;
ამიტომ, გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ნამდვილი ბრძოლა იმისათვის, რომ ქალაქი და რაიონი წინ წავიდეს. გადავწყვიტეთ, შევქმნათ სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მთავრობის მიერ დახარჯულ თითოეულ თეთრს გააკონტროლებს. მოვუწოდებთ გორის ახალგაზრდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს, აქტიურად დაგვიდგნენ გვერდში და ერთად ვიბრძოლოთ სასიკეთო ცვლილებებისთვის ჩვენს ქალაქში და რაიონში.
ჩვენ ახლა შესაბამისი წერილებით მივმართავთ მერიას და მოვითხოვთ შესაბამის პასუხებს კანონით დადგენილ დროში, მიღებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში საჯაროს გავხდით და თავად მოსახლეობა დაინახავს რამდენად ეფექტურად ხარჯავს ფულს ჩვენი არჩეული თვითმმართველობა.
ასევე, ვითხოვთ და აუცილებლად შეხვდებით ქალაქის მერს, რომ პირადად მისგან მოვისმინოთ, როდის აპირებს დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანატოლებს, რომ აქტიურად დაგვიდგნენ გვერდში. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისაც ჩვენი პრობლემები გულთან მიაქვს და შეუძლია დაგვეხმაროს.“
იმედს ვიტოვებ, ყველა ახალგაზრდა ჩაერთვება ამ საქმეში და ერთად შევძლებთ, ვიაროთ ევროინტეგრაციის გზით, ჩვენი ქალაქისა და რეგიონის საკეთილდღეოდ!

6
150
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
150
  
2017, 16 ოქტომბერი, 14:43
სამწუხაროა, ეგებ მხარში დავუდგეტ და ჩვენი ძალა ვაჩვენოტ
2017, 14 ოქტომბერი, 19:07
არაფერი შეცვლილა :(
2017, 14 ოქტომბერი, 16:05
2 წლ გავიდა და ნეტა რა ქნეს, მოხდა რამე ახალი?
2015, 23 ივლისი, 16:51
თქვენს გვერდით ვარ, იქნებ რამე ეშველოს ჩემს პატარა და საყვარელ ქალაქს
2015, 11 ივლისი, 12:35
მასე მიაწექით ახალგაზრდებო, იქნება ცოტა ხნით გამოიძრონ მახათი ერთი ადგილიდან
2015, 11 ივლისი, 12:03
:):):)
0 1 6