x
image
თავისუფალი თაობა
ფოთში კოღოს "მოსპობის" პროგრამა იწყება

imageსაქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება იწყება. პროგრამაში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, ქალაქის მუნიციპალიტეტიც არის ჩართული.
ქალაქ ფოთში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირველად ხდება მწერებთან(კოღოსთან) ბრძოლის ასეთი მასშტაბური სამუშაოების რეალიზება.

image

მთავრობის მიერ მიღებული პროგრამის ფარგლებში, ფოთში განხორციელდება კოღოს საწინააღმდეგო პროცედურები. ღია სივრცეები და წყალსატევები შეიწამლება ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით დამუშავდება.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია აღნიშნული პროგრამის რეალიზაციაზე მომუშავე ჯგუფს შეხვდა და ცალკეული ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.

კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა შეწამვლითი სამუშაოების ორ ეტაპს მოიცავს, პირველი ეტაპი ივლისის პირველ დეკადაში განხორციელდება, მეორე ეტაპი-სექტემბერში. პროგრამის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება მუნიციპალიტეტის სამსახურებს, ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობებს, მოქალაქეებს.

0
222
1-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0