x
image
თავისუფალი თაობა
ფოთის სანაპიროს პლაჯის საწმენდი მანქანა გაწმინდავს
imageსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, ფოთის მუნიციპალიტეტს 2 ნაგავმზიდი ავტომანქანა და 450 ნარჩენების შესაგროვებელი ლითონისა და პლასტმასის ურნები გადასცა.




ტექნიკა, დასუფთავების სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

image
აღნიშნული მანქანები შეძენილი იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მთავრობის განკარგულების საფუძველზე. გადაცემის პროცესს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია, შპს "ინფრასტრუქტურა 2008" -ის დირექტორი გია სილოგავა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

image



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს ხანებში, ქალაქ ფოთს პლაჟის საწმენდ „ბიჩტეკი-300“-ის მარკის სპეცმანქანას გადასცემს.

image

0
104
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0