სისხლის სამართალი ყოფილი "მის ბოსნია" და Playboy-ის ვარსკვლავი სერიული მკვლელი აღმოჩნდა 2015, 7 ივლისი, 9:59 მოდელი სვობოდანკა ტოშიჩი ცნობილი ჟურნალების გარეკანს ამშვენებდა, მათ შორის Playboy-ის, აგრეთვე მონაწილეობდა ცნობილ ტელე-შოუში "უკანასკნელი გმირი". ცნობილი ხორვატიაში მოღვაწე მოდელი, "მის ბოსნია", "ბოსნია -ჰერცოგოვინას მის ფოტოგენურობა", რეალიტი შოუს "უკანასკნელი გმირის" მონაწილე, Playboy-ის ვარსკვლავი ეჭვმიტანილია ხუთ მკვლელობაში, აგრეთვე მკვლელობის მცდელობაში და ძარცვაში. პოლიციამ ჩაატარა სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით "თოჯინა", გამოძიების თანახმად დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ტოშიჩის საყვარელი, რომელიც უკვე სასჯელს იხდიდა, ბანდა 30 წევრისგან შედგებოდა. ორი წლის განმავლობაში ბანდიტები თავდასხმებს აწყობდნენ საინკასაციო მანქანებზე და ბანკებზე. 2012 წელს ბანდიტებს შორის განხეთქილება მოხდა, ნაწილს მიაჩნდა, რომ ცოტა ფულს შოულობდნენ, არა და ყველაზე მეტ ბინძურ საქმეს ისინი ასრულებდნენ.აგრეთვე ბანდის შორის განხეთქილების საგანი სწორედ სვობოდანკა გახდა.ლამაზმანი, რომელსაც ბანდიტებმა მეტსახელად "ბობი" შეარქვეს ვერ გაიყვეს ბანდის მეთაურმა და მისმა ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა. როგორც გაირკვა ბოსნიელმა მზეთუნახავმა ამ უკანასკნელზე შეაჩერა არჩევანი. მთლიანობაში ბადიტებმა 7მლნ$ გაიტაცეს.აწ უკვე ყოფილ მოდელს მკვლელობების გარდა ბრალი ედება მისი ყოფილი საყვარლის, ბანდის მეთაურის მკვლელობის მცდელობაში.ამჟამად მოდელი ხორვატიიდან ბოსნია-ჰერცოგოვინაშია ექსტრადირებული, საიდანაც მოდელი ერთი წლის წინ გამოიქცა. ამჟამად ბანდის წევრებიდან ორმა ეჭვმიტანილმა სასამართლომდე ვერ მიაღწია:ერთმა თავი ჩამოიხრჩო, მეორეს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.ორმა დანაშაული აღიარა და თანახმა არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან სასჯელის შემსუბუქების პირობით. რამდენიმემ შეძლო გაქცევა და იძებნება.ამჟამად დაკავებულია ბადიტური დაჯგუფის 23 წევრი. 1821 5-ს მოსწონს 1-ს არა
|