x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცნობილი ადამიანების, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ წარმატებული, და-ძმები
1. ალექს უოტსონი, ენი უოტსონის ძმა. ის ძალიან ჰგავს თავის ცნობილ დას.

მიუხედავად იმისა, რომ “ჰარი პოტერში" ეპიზოდური როლი შეასრულა, სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა და დღეს ის მოდელია.


ალექს უოტსონი,  ემი უოტსონის ძმა



2. ჯონათან ფერტი, კოლინ ფერტის ძმა. ცნობილი მსახიობის ძმა, თავადაც თეატრის წარმატებული მსახიობია. ის მონაწილეობს რადიო-სპექტაკლებში და სატელევიზიო გადაცემებში.



 ჯონათან ფერტი,  კოლინ ფერტის ძმა



3. ანტონია კიდმანი, ნიკოლ კიდმანის და. ის ისეთივე ცნობილია, როგორც მისი მსახიობი და, ოღონდ, სხვა სფეროში. ანტონია ავსტრალიაში ცნობილი ტელეჟურნალისტია.


ანტონია კიდმანი,  ნიკოლ კიდმანის და



4. მაიკლ კატჩერი, ეშტონ კატჩერის ძმა. მაიკლი და ეშტონი ტყუპები არიან. ბავშვობაში მაიკლმა რთული ოპერაცია გადაიტანა გულზე და ის ძალიან სუსტი და წყნარი ბავშვი იყო. დღეს მუშაობს ორგანიზაციაში, რომელიც ფულს აგროვებს ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.


მაიკლ კათჩერი,  ეშტონ კათჩერის ძმა.



5. ნატაშა ლოუ, ჯუდ ლოუს უფროსი და. ის ბრიტანეთში წარმატებული მხატვარი და

გრაფიკული დიზაინერია.


ნატაშა ლოუ,  ჯუდ ლოუს და



6. ლინდა ლოპესი, ჯენიფერ ლოპესის და. მას ამერიკაში ლი-ლო-ს სახელით იცნობენ.

ის ნიჭიერი ტელეჟურნალისტია, რომელმაც 2001 წ. ყველა ამერიკელი ჟურნალისტისთვის საოცნებო ჯილდო, “ემი" მიიღო.


ლინდა ლოპესი,  ჯენიფერ ლოპესის და.



7. ვიქტორია და ლიზა პატინსონები, რობერტ პატინსონის დები. ვიქტორია

წარმატებული ბიზნეს-ლედია, ხოლო ლიზა - მომღერალი, რომელმაც სხვათა შორის, რამოდენიმე საუნტრეკი ჩაწერა ფილმისთვის “ბინდი".


ლიზა და ვიქტირია პატინსონები,  რობერტ პატინსონის დები



8. ჰანტერ იოჰანსონი, სკარლეტ იოჰანსონის ძმა. სკარლეტის ტყუპისცალმა ძმამ, კინოკარიერა დასთან ერთად დაიყო ბავშვობაში. მაგრამ როდესაც გაიზარდა, მიატოვა კინო და პოლიტიკით დაკავდა. ამჟამად ის პრეზიდენტი ობამას გუნდის წევრია.


ჰანტერ იოჰანსონი,  სკარლეტ იოჰანსონის ძმა



9. დუგლას პიტი, ბრედ პიტის ძმა. დუგლასი გავლენიანი ბიზნესმენია აშშ-ში. ამავდროულად, ის ფილანტროპი და რამოდენიმე საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელია.


დუგლას პიტი,  ბრედ პიტის ძმა



10. ჯეიმს ჰეივენი, ანჯელინა ჯოლის ძმა. მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი. ის, დასთან ერთად, სწვვლობდა კინომატოგრაფიის სკოლაში, სადაც

50-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ანჯელინა ჯოლის კინოდებიუტი, სწორედ ამ ფილმებით შედგა.


ჯეიმს ჰეივენი,  ანჯელინა ჯოლის ძმა



11. ლი ენ დევეტი, ტომ კრუზის და. ის პუბლიცისტია. გარკვეული დროის მანძილზე, თავისი ცნობილი ძმის, პრეს-მდივანი იყო.


ლი ენ დევეტი,  ტომ კრუზის და



12. მონიკა კრუსი, პენელოპა კრუსის უმცროსი და. მონიკა სამშობლოში (ესპანეთი) ცნობილი მსახიობი, მოცეკვავე და დიზაინერია.


მონიკა კრუსი,  პენელოპა კრუსის და

2
578
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
578
  
2015, 29 ივნისი, 19:46
ნიკოლი მომწონს ბავშვობიდან, მაგარი ქალია რა.
საინტერესო სტატიაა...
2015, 29 ივნისი, 19:38
პენელოპას და და სკარლეტის ძმა მომეწონა,არ ჩამოუვარდებიან გარეგნობით ცნობილებს
0 1 2