ბესარიონ ტუღუში--ხალხო, არ მოუსმინოთ ამ ავაზაკებს, გაზომბირებენ ეგენი თქვენ და იტყუებიან. ქრისტე სიყვარულია, ქრისტე სიხარულია
მღვდელმა ბესარიონ ბესარიონ ტუღუშმა სოციალური ქსელით მიმართა
საზოგადოებას და მწვავედ გააკრიტიკა საპატრიარქო და ხალხს მოუწოდებს არ
დაუჯერონ მათ.
"მოგესალმებით ჩემო კეთილებო. არ მინდოდა არაფრის დაწერა კრიტიკულის,
რადგან ამხელა ტრაგედია დატრიალდა თბილისში. ღმერთმა აცხონოს დაღუპულთა
სულები, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება სამღვდელოების და
საპატრიარქოს განცხადებები. სიშტერის აპოგეა!
თქვე დალოცვილებო.
რომ აცხადებთ ეკლესიის ზარები გადაადნეს და იმ ფულით აშენდა ზოოპარკიო და
ამიტომ მოხდა სტიქიაო, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ??? კანონიერი ქურდების
აშენებულია 70 პროცენტი ეკლესიების, მოპარული და ნაყაჩაღარი ფულით, მივიდეთ
მაშინ და დავანგრიოთ ეკლესიები, რადგან ცოდვიანი ფულით არის აშენებული.
საპატრიარქოს შენობა, სადაც ეხლა ეგ ქვაბ - ავაზაკები "მოღვაწეობენ",
უშიშროების შენობა იყო, სადაც უამრავი ადამიანი არის ნაცემი და ათასი
საზიზღრობა ხდებოდა იქ.
რა საშინელება ხდება. ქრისტე კაცთმოძულე
გამოყავთ ამ ავაზაკებს. ზიან პარლამენტის წინ სამღვდელოება და გაიძახიან არ
გვინდა ჩიპიანი პასპორტებიო, ჩიპიანი პასპორტები კი არა, ის გააპროტესტეთ,
ეპისკოპოსები ნაშებში რომ დადიან, პიდა....თ რო გაიტენა საპატრიარქო და
სამების ტაძარი, 100000 დოლარიანი ჯიპი თურმე ყოფილა ღვთის სათნო და
ჩიპიანი პასპორტი სძაგს უფალს.
ვაი, თქვენს პატრონს თქვენსას.
ქრისტე სიყვარულია, თქვე ტვინგამორეცხილებო, ქრისტე დამსჯელი ტერორისტი არ
არის, ის სიმდაბლე, მოთმინება და მეგობრობაა. ხალხს ნუ აზომბირებთ და ნუ
უშვებთ მთელ სამყაროს ჯოჯოხეთში. გასკდით უკვე იმდენი ფული იშოვეთ და ხალხი
მშიერია და ID ბარათი არის თურმე ჯოჯოხეთი. მახათას მთაზე რო მილიონებს
ხარჯავთ ტაძრის აშენებაში, ის მილიონები ჯობდა უპატრონო ბავშვებისთვის
მიგეცათ და თავშესაფარი აგეშენებინათ, და ერთი ადამიანის სულის გადარჩენა
იქნებოდა ღვთისთვის სათნო. ამდენი მშიერი გყავთ ქვეყანაში და ამ საცოდავ
ხალხს პენსიის ფულს ადებინებთ, რომ მღვდლები გაძღნენ.(ყველას არ ეხება)
-ხალხო,
არ მოუსმინოთ ამ ავაზაკებს, გაზომბირებენ ეგენი თქვენ და იტყუებიან.
ქრისტე სიყვარულია, ქრისტე სიხარულია. იყავით სიყვარულით ერთმანეთის
მიმართ, გიყვარდეთ თქვენი ოჯახები დაეხმარეთ გაჭირვებულებს და ეგაა ფორმულა
ქრისტესი. ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი
ქრისტესი.
სიყვარულია ყველაფერი. მორჩა დაანებეთ ამ გაბურძგნულ
ავაზაკებს თავი. რომლებსაც მაცხოვარი უსამა ბენლადენი გამოყავთ, თვითონ კი
დაგულაობენ ზევით ქვევით, არ იკლებენ არაფერს. არქიფოებო, თქვენი დრო მალე
დამთავრდება. გენაცვალეთ გულში ქართველებო!"
ავაზაკებს, გაზომბირებენ ეგენი თქვენ
და იტყუებიან. ქრისტე სიყვარულია,
ქრისტე სიხარულია."
P.S-შეგახსენებთ
ბესარიონ ტუღუშის მიმართ ამ ცოტა ხნის წინ აგორდა სკანდალი, როდესაც
სოციალურ ქსელებში მისი ფოტო დაიდო იარაღით ხელში.საპატრიარქომ მას
"თვითმარქვია მოძღვარი " უწოდა.