x
image
თავისუფალი თაობა
ფოთის პლიაჟი საზღვაო სეზონს მოწესრიგებული ხვდება
imageფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულება 18 500 508 ( თვრამეტი მილიონ ხუთასიათას ხუთასრვა) ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯედტიდან დაფინანსდება.
მიმდინარე წელს დაიწყება პლაჟთან მისასვლელი გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყობა შიდა მომსახურების გზა ღია ავტოსადგომებით. 370 მეტრზე მოხდება საფეხმავლო გზის (ბულვარის) მშენებლობა და მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსება.

image მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, image
საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები ივნისის ბოლოს დაიწყება და მისი ხანგრძილოვობა ორ წელიწადს მოიცავს.

საზღვაო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება „ ქართული ოცნების„ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრებმა, მალთაყვის
სანაპირო დაასუფთავეს.

image

პლაჟი ზღვისგან გამორიყული ნატანისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავდა ყოფილი ტურისტული ბაზის მონავეთი.


image

„ქართული ოცნების„ ფოთის საქალაქო ორგანიზაცია ქალაქის სანაპირო ზოლის სხვა მონაკვეთების მოწესრიგებასაც გეგმავს.

image


დასუფთვაების აქციაში „ქართული ოცნების„ ფოთის საქალაქო ორგანიზაციი

თავმჯდომარე, ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულიაც მონაწილეობდა.


0
437
2-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0