x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ჩაი ხომ საოცრებაა…
იმპერატორი შენ ნუნი:


"ჩაი დადებითად მოქმედებს ხასიათზე და გონებაზე. ის აგრეთვე აჯანსაღებს სხეულს და ამშვიდებს ადამიანს. თუ თქვენ სტრესის ქვეშ იმყოფებით, ის ძალას შეგმატებთ”.




image


ევროპელმა ექიმებმა ჩაის სასარგებლო თვისებები ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში აღმოაჩინეს.
1641 წელს, ჰოლანდიელმა ექიმმა ნიკოლს დერეკმა თავის მეცნიერული კვლევებზე დაფუძნებით განაცხადა, რომ არცერთ სხვა მცენარეს არ გააჩნდა მსგავსი ღირშესანიშნავი თვისებები და რომ ჩაის სმის ჩვევა იცავს ხალს ყველა სახის დაავადებებისაგან და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.


image


1678 წელს მეორე ჰოლანდიელმა ექიმმა კორნელის ბონტეკომ გამოსცა სამეცნიერო ნაშრომი “ჩაი – ეს შესანიშნავი სასმელი”, სადაც მან ჩამოთვალა ჩინურიდან გადათარგმნილი შემდეგი სასარგებლო თვისებები:


ასუფთავებს სისხლს
ხელს უშლის ცუდ სიზმრებს
ეხმარება გონებას ბნელი ფიქრებისაგან გათავისუფლებაში
კურნავს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს
შესანიშნავი წამალია გაციების დროს
აქრობს ლორწოს და სინესტეს ორგანიზმში
ურნავს სურდოს
აუმჯობესებს მხედველობას
ამაღლებს განწყობას და იცავს ღვიძლის დაავადებებისაგან
კურნავს შარდის ბუშტის დაავადებებს


image


ამსუბუქებს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას
აფხიზლებს
ხელს უწყობს აზროვნებას
ააქტიურებს და მატებს ენერგიას
ამხნევებს
ეხმარება შიშის დაძლევაში
ასუსტებს ძლიერ ტკივილებს
აძლიერებს შინაგან ორგანოებს
აძლიერებს მეხსიერებას
წმინდავს ნაღველს
აძლიერებს სექსულაურ ენერგიას
კლავს წყურვილს


image


ჩაის გააჩნია გამაჯანსაღებელი, სასარგებლო, მასტიმულირებელი, შარდმდენი და ალკალაინური თვისებები.


image


ჩაის ფოთლები შეიცავენ შემდეგ აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს:


დიდი რაოდენობით A, B1, B2, B12, C (განსაკუთრებით მწვანე ჩაი) E, K, P და PP


კალციუმს, კალიუმს, მანგანუმს, სპილენძს, ცინკს, ნიკელს, ფოსფორის მჟავას და ფტორს (რაც იცავს კბილებს).


კაროტინს და ქლოროფილს.


image


მასტიმულირებელი


ჩაის გააჩნია მასტიმულირებელი და არა აღმგზნები თვისებები. ორივე მისი მთავარი კომპონენტი, თეინი და კოფეინი გამოირჩევა მასტიმულირებელი ეფექტით. თეინს გააჩნია შესანინავი ზემეოქმედება ტვინსა და ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე. ჩაი ეფექტურად უწყობს ხელს გონებრივ აქტიურობას და იცავს დაღლილობისაგან.
შარდმდენი.


image


ჩაი და მასში შემავალი თეოფილები ხელს უწყობს ნაწლავების ფუნქციონირებას. ჩაი არ შეიცავს კალორიებს, მარილებს, შლის ცხიმებს და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ჩაი შესანიშნავია უმარილო დიეტის დროს.


ალკალაინური


ნორმალური რაოდენობით მიღებისას, ჩაიში შემავალი ალკალაინის კომპონენტები ორგანიზმს მჟავიანობისაგან იცავს.


image


სასარგებლო


ჩაი დადებითად მოქმედებს გულსისძარღვთა სისტემაზე.ქიმიკოსებსმა დაადასტურეს მასში თეინის და თეოფილების არსებობა, რაც გულის, ცელებრალური და შარდმდენი სისტემების სტიმულატორია. აგრეთვე ჩაიში შემავალი ფლავონოიდები ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქნას და დაბლა წევს არტერიალურ წნევას. ჩაი აგრეთვე შეიცავს ფტორს (სამი ჭიქა დღეში ეფექტურად იცავს კბილის ემალს), კატეხინებს რომელთაც ანტისეპტიკური თვისებები გააჩნიათ და ვიტამინი C-ს ( განსაკუთრებით მწვანე ჩაი). ის შესანიშნავია დიეტის დროსაც, არ შეიცავს კალორიებს და მარილს, წვავს ცხიმებს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.






2
290
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
290
  
2015, 20 ივნისი, 22:58
ჩემი სისუსტე.მე ჩაის გარეშე არ შემიძლია.:) რამდენნაირი სახეობისა მაქვა სახლში და მაღაზიაში რომ შევდივარ მაინც ისევ ჩაის ვეძებ კაი რამეა
2015, 20 ივნისი, 21:47
ჩაი მომინდა
0 1 2