x
image
ბადრი ანთია
უმორჩილესად გთხოვთ ეს პოსტი ყურადღებით წაიკითხოთ და გაავრცელოთ
imageხალხო ძალიან გთხოვთ ეს პოსტი ყურადღებით წაიკითხოთ და გაავრცელოთ!!!
დიდი მადლობა ყველას ვინც ამ დღეებში მოხალისედ იდგა და ეხმარებოდა ჩვენს ქალაქს ძველი იერის დაბრუნებაში, მაგრამ ცოტა არიყოს ზედმეტი მოგვდის. მზიურის ტერიტორია იქაც სადაც ვმუშაობდით ეპიდემიის ცოცხალი ბუდეა. ამ ინფორმაციას არავინ ავრცელებს, რადგან არ ზრუნავენ თავიანთი მოქალაქეების ჯანმთელობაზე. 8 საათში სხეული იწყებს გახრწნას, მითუმეტეს ასეთ რთულ პირობებში - შლამში, ტალახში, წყალში და მზეში ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესი. ადგილზე მობილიზირებული უდნა იყოს სპეციალურად აღჭურვილი სამსახური, სახელმწიფოს მიერ შეკრებილი, რომელებიც თავიანთი საქმის ოსტატები იქნებიან.

აგრეთვე ისიც აღსანიშნავია რომ მოხალისეების ქუჩაში გამოსვლით ასე უხეშად რომ ვთქვათ დასვენების საშUალება მივეცით ხალხს რომელიც წესით ამ დროს უნდა მუშაობდეს სპეც აღჭურვილობით.

იქიდან გამომდინარე რომ ხალხი არ არის ინფორმირებული ძალიან დიდი უბედურების წინაშე ვდგავართ მოსალოდნელი ეპიდემიიდან.

ჯანდაცვის მინისტრი, სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს რეკომენდაციით მიმართავს.


დავით სერგეენკო მოუწოდებს მათ, ზონაში მუშაობის პერიოდში სხეული მაქსიმალურად დაფარონ ტანსაცმლით, რათა არ მოხდეს კანის დაზიანება, ვინაიდან ნიადაგზე უწევთ მუშაობა, და არსებობს საშიშროება იმის, რომ მიწა ტეტანუსით იყოს დაბინძურებული რაც დიდად საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

ასევე, მინისტრი მოუწოდებს მათ, კვების წინ აუცილებლად დაიბანონ ხელი და ნებისმიერ, თუნდაც მცირედი ნაკაწრის მიღების შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ უახლოეს მედპუნკტს, რათა არ მოხდეს რაიმე ტიპის გართულება.

დავით სერგეენკოს თქმითვე, ადგილზე მომუშავე ადამიანებს პირბადეებით მომარაგებას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

თუმცა ეს საკმარისი არ არის, გვესაჭიროება მედიკამენტები ძალიან გთხოვთ მოხალისეებმა ნელ-ნელა თავი შეიკავოთ გარეთ გასვლისგან. მგონი დროა სახელმწიფომ რამე მოიმოქმედოს.

დიდი მადლობა რომ დამითმეთ რამოდენიმე წუთი და ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ ეს სტატია გააზიაროთ რომ უფრო მეტმა ხალხმა ნახოს

0
474
1-ს მოსწონს
ავტორი:ბადრი ანთია
ბადრი ანთია
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0