x
image
ნინიკ
”პიცის ისტორია”
პიცა იტალიის სავიზიტო ბარათია, რადგან ის ქვეყნის ყველაზე პოპულარული ნაციონალური კერძია.
image
ჯერ კიდევ 1835 წელს ალექსანდრე დიუმა წერდა, რომ პიცა – ეს იტალიელთა სიბრძნისა და მოხერხებულობის ერთგვარი ნაზავია – ცალ-ცალკე პურის პატარა ნაჭრით, პამიდვრით, ნივრით, ზეთითა და მომცრო თევზით ადამიანი ვერ დანაყრდება, მაგრამ ამ ყველაფერს თუ ერთად მოუყრი თავს, დანაყრდები კიდეც და დიდ სიამოვნებასაც მიიღებ. იყო დრო, როცა მას ამრეზით უყურებდნენ და ღარიბთა საჭმელს უწოდებდნენ. მართლაც, ნეაპოლელი გლეხების იდეას, წინა დღით მორჩენილი ნასუფრალი ცომთან ერთად გამოეცხოთ – დიდი დრო დაჭირდა არისტოკრატთა აღიარებამდე, მაგრამ ეს მოლოდინი ნამდვილად ღირდა, დღეს პიცა ალბათ ყველაზე ცნობილი და პოპულარული საჭმელია დედამიწის ზურგზე.
image ზოგიერთი კულინარის მტკიცებით, პიცის ისტორია იმ დროიდან იწყება, როცა რამდენიმე ათასი წლის წინ ძველ ეგვიპტეში საფუარი და მჟავე ცომი გაჩნდა. ძველ საბერძნეთში დაიწყეს ცომის გამოცხობა სანელებლებთან ერთად, რომლის მაგივრადაც ხანდახან ბოსტნეულს, ხორცს, ზეთისხილს, რძის ნაწარმს და ა.შ. იყენებდნენ.ერთ–ერთი მომზადებული იყო პომიდვრით, მოცარელათი და რეჰანით, რომლებიც იტალიის დროშის ფერებს იმეორებდნენ – წითელი, თეთრი და მწვანე. დედოფალს განსაკუთრებით მოეწონა ეს პიცა და ნება დართო, მისთვის მისი სახელი ეწოდებინათ. ასე გაჩნდა მსოფლიოში სახელგანთქმული ნამდვილი ნეაპოლური “რიზა ალა მარგარიტა”. დედოფლის ბრძანებით, პიცა მხოლოდ მის სასახლეში უნდა გამოეცხოთ, მაგრამ მალე ეს ბრძანება გააუქმეს. “მარგარიტა” ყველა იტალიელის საყვარელი კერძი გახდა, მეთევზიდან დაწყებული, მარკიზით დამთავრებული.ბერძნულ პიცას პლაკუნტოსი ერქვა, ანუ ბრტყლად გამომცხვარი პური, ხოლო რომაელებს, იგი პირდაპირი დანიშნულების გარდა, თეფშის მაგივრობასაც ხშირად უწევდა. რომაელები პიცის მოსამზადებლად თაფლსა და დაფნის ფოთოლს არ იშურებდნენ. პიცა მათთვის ყოველდღიური საკვები იყო და მისი მომზადება რიტუალურობით არ გამოირჩეოდა. იგი იყო მათთვის პურიც, ბუტერბროდიც და სენდვიჩიც.
imageსაქართველოში პირველი პიცერია რაინერ კაუფმანმა თბილისში 1999 წელს ბარნოვის 32-ში გახსნა და პიცერიის სახელწოდება საკუთარ სახელს დაუკავშირა: „რაინერის პიცერია და ლუდის ბარი”. ამერიკული პიცერია შედარებით გვიან, ათი წლის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ამერიკელმა ემიგრანტებმა – ერიკ და ემი ბინდერებმა 2009 წელს, გამსახურდიას 36-ში „რონის პიცერია” გახსნეს. ეს ამერიკული პიცერია სქელი ცომის, ე.წ. „ჩიკაგოს პიცას” აცხობს.
image

პიცა დღემდე რჩება მსოფლის ყველაზე პოპულარულ კერძად, ინტერნეტ მომხმარებლების 80%-მა სწორედ პიცას მისცა თავისი ხმა. პიცის 200-ზე მეტი სახეობა არსებობს და პიცის მცხობელთა ფანტაზია მართლაც უსაზღვროა.
0
1411
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
1411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0