x
image
ნოდარ ჯოჯუა
ნინო გიორგობიანი: არასრულწლოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით გადასცემდნენ


image"არასრულწლოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით გადასცემდნენ, "-ამის შესახებ სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი წერს.


"ახლა მოხდა ასეთი შემთხვევა, შემოვიდა შეტყობინება ფალიაშვილის ქუჩიდან რომ ვეფხვის ხმა გაიგონეს, გავიდა ადგილზე პატრული და რა აღმოჩნდა?! არასრულწლოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ! აი რა დავარქვა ამ საქციელს არ ვიცი. მოზარდები მშობლებთან ერთად პოლიციაში დაიბარეს. მთელი დღის განმავლობაში ბევრი ცრუ შეტყობინება შემოდის, მაგრამ ეს უკვე არაფერში არ ჯდება! იმედს ვიტოვებ მსგავსი ხუმრობის ხასიათზე სხვები არ დადგებიან, "–წერს ნინო გიორგობიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.


0
438
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0