x
image
K.P.
"ძალა ერთობაშია" ქართულად ანუ სად გადის ზღვარი სიკეთეს, ქველმოქმედებასა და პიარს შორის
image
თბილისში მომხდარმა სტიქიამ დიდი ზიანი გამოიწვია. გარდავცლილია რამდენიმე ადამიანი, ქალაქიც მაცხოვრებელთა ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა, ფაქტიურად განადგურდა თბილისის ზოოპარკი.

მაშინ როდესაც სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი კატასტროფა ხდება, ადამიანები მსჯელობენ იმის თაობაზე, ვინ უფრო ცოდა, გარდაცვლილი, ან უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი, თუ მოკლული ცხოველი, ადანაშაულებენ ხელისუფლებას, ზოგი ძველს, ზოგიც ახალს, განიკითხავენ ცნობად სახეებს მათი განცხადებების გამო.. სრული მარაზმია... საბედნიეროდ საზოგადოების ნაწილს კი სოციალური ქსელისათვის არ სცალია. აგროვებენ ტანსაცმელს, თანხას, საყოფაცხოვრებო პროდუქტებს, ახალგაზრდობის ნაწილი კი ქალაქის დასუფთავებაშია ჩართული, თავდაუზოგავად მუშაობენ მაშველები და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. საზოგადოება სწორედ ახალგაზრდობის იმ ნაწილმა აღაფრთოვანა, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ. ბევრი სკოლის მოსწავლე და სტუდენტი უარს ამბობს ნანატრ დღეზე და ბანკეტისათვის შეგროვილ თანხის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებელ ფონდში გადარიცხვას აპირებენ, ეს ადამიანები ცალსახად ჩვენი დროის გმირები არიან... imageimageimageimageimage
თუმცა სად გადის ზღვარი ქველმოქმედებას, სიკეთესა და პიარს შორის??? საზოგადოების აგრესია "რუსთავი 2"-ის თანამშრომელთა და "X ფაქტორის" მონაწილეთა გამოჩენამ გამოიწვია. როგორც ამბობენ, დღეს უკვე ცნობად სახეებად ქცეულნი კადრებისათვის პოზირებენ, რაიმეს კეთებით კი თავს არ იწუხებენ.

"ჩვენები შეძლებისდაგვარად ეხმარებიან სამაშველო სამსახურს. შეგახსენებთ, რომ თუ გსურთ დაეხმაროთ დაზარალებულს და თქვენი წვლილი შეიტანოთ მათ დახმარებაში, ჩააბარეთ პირველადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი მიიტანოთ საგანგებო შტაბებში, რომლებიც რაიონულ გამგეობებში უკვე გაიხსნა"-ნათქვამის "X ფაქტორის" ოფიცალურ გვერდზე.

imageimageimageimageimageimageimage
"ჩვენი წამყვანები, ვანიკო და შორენა შემთხვევის ადგილზე არიან, ერთვებიან სამუშაოებში და მოგიწოდებენ, თუ გსურთ დაზარალებულების დახმარება, შეგიძლიათ პირველადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი მიიტანოთ საგანგებო შტაბებში, რომლებიც რაიონულ გამგეობებში უკვე გაიხსნა, დაზარალებულ ადამიანებს ჩვენი, თქვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ"-წერენ "იღბლიანი ბორბლის" "ფეისბუქის" გვერდზე და ფოტოებსაც აქვეყნებენ.


imageimageსად გადის ზღვარი სიკეთესე და პიარს შორის ამის გადაწყვეტა თქვენთვის მომინდია, თუმცა, ჩემი აზრით, ქველმოქმედებას აფიშირება ნამდვილად არ სჭირდება...

და ბოლოს, სანამ ვინმეს განვსჯიდეთ, თავადაც დავფიქრდეთ, ჩვენ რა გაგვიკეთებია სხვათა დასახმარებლად.




0
390
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0