შოუბიზნესი ექსკლუზივი! ალბი კორძაია: "ადამიანები, რომლების ცხოველებს ხოცავენ თვითონ არიან გალიებში ჩასაგდები" 2015, 14 ივნისი, 23:08 14 ივნისის ღამეს მომხდარ წყალდიდობას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დკარგულებიც, თბილისის ზოოპარკი განადგურდა, ცხოველები გაიქცნენ. გაქცეულების ნაწილი დაიჭირეს, ნაწილი მოკლეს, ზოგს კი ამ წუთებამდე ეძებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის ცნობადი თუ უცნობი სახეები გულისტკივილს გამოთქვამენ. ერთ-ერთი ცნობათთაგანი ალბი კორძაია გახლავთ, რომელიც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ექსკლუზიურად "intermedia.ge"-სათვის კომენტარს აკეთებს. 14 ივნისის ღამით მომხდარმა სტიქიამ მთელი ქვეყანა შეძრა. უშუალოდ თქვენც ხომ არ შეგეხოთ ეს ყველაფერი? მე კარგად ვარ, ჩემს უბანში სიწყნარეა თუმცა მე თვითონ თავს დღეს კარგად ვერ ვგრძნობ, რადგან სტიქიის შედეგად დაიხოცა ხალხი, ზოოპარკის ცხოველები და ასევე ძაღლთა თავშესაფარის ბინადრები. ხალხო მინდა მოგიწოდოთ ყველას ცხოველების ნახვის შემთხვებაში იყავით ჰუმანურები და არ გამოიძახოთ პატრული!!!! ისინი ცხოველების ლიკვიდაციას ახდენენ !!! არ გადაყავთ თავშესაფარში!!! დაუკავშირდით ზოოპარკის დირექციას. ასევე ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ადამიანებს კი რომლებიც ცხოველებს ხოცავენ, მინდა ვუთხრა რომ თვითონ არიან გალიებში ჩასაგდებები!!!! ცხოველების ნაწილს, სამწუხაროდ კლავენ. საზოგადოების ნაწილის აზრით ეს ადამიანების უსაფრთხოების გამო ხდება. თქვენ რა აზრის ხართ? უსაფრთხოების გამო მოკლული პატარა დათვის ბელი ან თეთრი ლომი უიშვიათესი ჯიშის რომელიც ხალხს არ ერჩის????? ეს ხომ აბსურდია!!!! ადგილი არ გვაქვსო სადაც შეიძლება გადავიყვანოთო და ხოცავენ!!! ზოგში კი მონადირემ გაიღვიძა და აგრესიას ეგრე ანთხევენ არამზადები!!! მოსახლეობის ნაწილი ცდილობს დაზარალებულებს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს. თქვენც ხომ არ ხართ ჩართული რაიმე საქველმოქმედო კამპანიაში? დიახ, მე გავწევრიანდი მოხალისეებში, დამიკავშირდებიან და აუცილებლად წავალ დასახმარებლად. ასევე მე მოვაწერე ხელი მანიფესტს სადაც ვითხოვთ პასუხისმგებლობის წინაშე დავაყენოთ ის პირები ვინც უმიზეზოდ ხოცავენ ცხოველებს. 830 4-ს მოსწონს 1-ს არა
|