x
მეტი
  • 28.09.2024
  • სტატია:137302
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511288
ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა

imageცნობილი ქართველი პოლიტოლოგი, დიპლომატი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე რონდელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. რონდელის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა.

ალექსანდრე რონდელი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აკადემიური ხელმძღვანელი იყო.

1991-1996 წ.წ.-ში ალ. რონდელი იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე, 1997-2001 წ.წ.-ში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი. 1976-1977 წ.წ.-ში ალ. რონდელმა სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993-1994 წ.წ.-ში - ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს ალ. რონდელი იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს - მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), 1992, 1995 და 1997 წ.წ.-ში - უილიამს კოლეჯში.

3
127
5-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
127
  
2015, 14 ივნისი, 0:16
მაგრად მეწყინა მართლა ამ ადამიანის გარდაცვალება
2015, 14 ივნისი, 0:12
ნამდვილად :(
2015, 14 ივნისი, 0:11
ეეჰ კარგი და ჭკვიანი კაცი
0 1 3