x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
10 ქვეყანა, სადაც ყველაზე სექსუალური სამხედრო ქალები მსახურობენ (+ფოტოები)

image
უძველესი დროიდან საზოგადოება შეჩვეულია იმ აზრს, რომ ქვეყანა მამაკაცებმა უნდა დაიცვან. მაგრამ უკვე არაერთი ათწლეულია, რაც ქალებმა დაამტკიცეს, რომ სამშობლოს დაცვა ძლიერი სქესის წარმომადგენლებზე არანაკლებ შეუძლიათ. და თუ სამხედრო ფორმა ნებისმიერ მამაკაცს სიმპატიურად აქცევს, ფორმაში გამოწყობილი ქალი განსაკუთრებით მომხიბვლავი ხდება. გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, რომელთა შეიარაღებულ ძალებში ყველაზე ლამაზი ქალბატონები მსახურობენ.

10. ამერიკის შეერთებული შტატები
image

ათეულის ბოლო ადგილს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები იკავებს, რომლის 14%-ს ქალები წარმოადგენენ. როგორც წესი, მათ თავიდან არიდებენ დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებულ შრომას. ამიტომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მანდილოსნები ძალიან კარგ ფორმაში არიან და მშვენივრად გამოიყურებიან.

9. ჩეხეთი
image

წლების განმავლობაში ჩეხოსლოვაკიაში სამხედრო ძალებში ქალის სამსახური აკრძალული იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩეხი ქალბატონები მუშაობდნენ მხოლოდ სამედიცინო პერსონალად და სატელეფონო ოპერატორებად. ომის შემდეგ კი არმიაში სუსტი სქესის წარმომადგენლების სამსახურიც იქნა დაშვებული. დღეს ქალები არმიის სრულფასოვანი წევრები არიან და ბევრი მათგანი შეუცვლელია, განსაკუთრებით საჰაერო ძალებში.

8. პოლონეთი
image
პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში დღეისთვის 2500 ქალი მსახურობს და იგივე უფლებები აქვთ, რაც მამაკაცებს.

7. ბრიტანეთი
image

ქალები ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში 1990-იანი წლების დასაწყისიდან მსახურობენ. თუმცა ისინი არ შედიან არმიის, საჰაერო და საზღვაო ძალების წინა ხაზზე მებრძოლი შენაერთების შემადგენლობაში.

6. პაკისტანი
image

პაკისტანი ერთადერთი ისლამური სახელმწიფოა, სადაც ქალები სამხედრო სამსახურში არიან ჩართული. მათ ეს უფლება 1947 წლიდან აქვთ. დღეს პაკისტანის შეიარაღებულ სამსახურში ქალებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. 2006 წელს პირველად დაიწყო ბრძანებების შესრულება ქალი მოიერიშე მფრინავების ჯგუფმა. ამავე წელს საბრძოლო მისიებისთვის გაწვრთნილი იქნა პაკისტანის არმიის ქალი ჯარისკავები, მათ შორის სნაიპერები, დესანტები და ქვეითები. დღეისთვის საზღვაო ძალები ერთადერთია, რომლის საბრძოლო მისიებში ქალებს მონაწილეობის უფლება არა აქვთ.

5. ისრაელი
image
ისრაელი დღეისთვის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალებს სამხედრო სავალდებულო სამსაურში იწვევენ და ფრონტის წინა ხაზზეც უშვებენ საბრძოლო მისიებში. ისრაელის არმიის 31 %-ს ქალები შეადგენენ.

4. საბერძნეთი
image

ბერძენი სამხდრო ლამაზმანები ჩვენი სიის მე-4 ადგილს იკავებენ. საბერძნეთში მოქმედი კანონის თანახმად, 18 წელს მიღწეული ყველა მამაკაცი იძულებულია 9 თვიანი მსახედრო სავალდებულო სამსახურო გაიაროს. შეიარაღებულ ძალებში ქალების მიღება კი ნებაყოფლობითია.

3. ავსტრალია
image

ქალები ავსტრალიის შეიარაღებულ ძალებში 1899 წლიდან მსახურობენ, თუმცა მეორე მსოფლიო ომამდე მათი სამსახური მხოლოდ მედდის ფუნქციით შემოიფარგლებოდა. 1941-42 წლებში ქალებს ავსტრალიის არმიაში, სამხედრო და საჰაერო ძალებში დამხმარე პოზიციებზე მუშაობის ნება მიეცათ. სრულფასოვნად ქალების ჩართვა სამხედრო სამსახურში 1980-იანი წლებიდან მოხდა. ამჟამად მათ ავსტრალიის თავდაცვის ძალებში თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლიათ სამსახური, მათ შორის საომარ მოქმედებებშიც.

2. რუსეთი
image

გავრცელებული აზრის თანახმად, რუსებს ყველაზე ლამაზი ქალები ჰყავთ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არც არის, რომ რუსი ქალები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თავიანთი ქვეყნის სამხედრო ისტორიაში, განსაკუთრებით სამამულო ომის დროს, ყველაზე ლამაზი სამხედრო ქალების სიაში მეორე ადგილს იკავებენ.

1. რუმინეთი
image

როგორც აღმოჩნდა, რუმინეთის შეიარაღებულ ძალებში ყველაზე მომხიბვლელი ქალები მსახურობენ. მართალია, ამ ქვეყნის არმია ვერ შეედრება მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო ძალებს, მაგრამ რუმინეთს ჩვენი სიისთვის მთავარი კრიტერიუმი გააჩნია - ყველაზე სექსუალური სამხედრო ქალბატონები.

1
3696
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3696
  
2015, 12 ივნისი, 21:10
გავაზიარე
0 1 1