x
მეტი
  • 28.09.2024
  • სტატია:137302
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511288
სამყაროს შექმნა (იაპონია)



ამბავი ხმელეთისშქმნისა იგივე კანიუმი(国生み) პირველად ნახსენებია კოჯიკში და ნიჰონ შიოკში, რომლებიც მიჩნეულია იაპონიის უძველეს კლასიკური ისტორიის წიგნებად.ზემოთხსენებული წიგნების თანახმად უფროსმა ღმერთებმა იზანამის(ქალი) და იზანაგის (კაცი) დაავალეს, რომ შეექმნათ მიწები დედამიწაზე და დაესახლებინათ იგი. ღმერთებმა მათ ღვთაებრივი შუბი აჩუქეს, რომელსაც
ამე ნო ნუბოკო ერქვა .



ძღვენის მიღების შემდეგ და-ძმა ამე ნო უკიჰაშისაკენ გაემართნენ ( სამოთხის მოტივტივე ხიდი ), მათ აურიეს წყალი ღვთაებრივი შუბით და პირველად დაცემული წვეთებისაგან წარმოიშვა ონოგოროშიმა . როდესაც ისინი დაბრუნდნენ გაიმართა ცერემონია, იზანამიმ პირველმა დაილაპარაკა ეს კი ცუდის ნიშანი იყო : მათი პირველი ორი ბავშვი დამახინჯებულნი
დაიბადნენ. იზანაგიმ და იზანამიმ გადაწყვიტეს რომ ერთმანეთს დაშორებულიყვნენ, შემოეარათ ქვეყნიერება და როდესაც ერთმანეთს შეხვდებოდნენ შუღლებულიყვნენ, ამ შუღლებით იშვა ოიაშიმა „ 8 დიდი კუნძული“
იაპონიისა . კუნძულების შქმნის შმდეგ იზანაგიმ და იზანამიმ გააჩინეს სხვადასხვა ღმერთები, მათ შორის ქარის, ხეების, მდელოების ღვთაებები.
სამყაროს შექმნა კარგად მიმდინარეობდა მანამ სანამ კაგუ ციჩი არ დაიბადა, იგივე
ცეცხლის ღმერთი რომლის გაჩენისას იზანამი მოკვდა. იზანაგი განრისხდა და ცეცხლის ღმერთი
მოკლა, თავად კი მწუხარებაში ჩაიძირა, რამოდენიმე დღის შემდეგ გაემართა
იამი ნო კუნისკენ ( ქვესკნელისკენ), რათა თავისი ცოლი მკვდრეთით აღედგინა. იზანამის
უკან დაბრუნება თითქმის შუძლებელი იყო, როდესაც იზანაგიმ იზნამი მოძბნა მან დას უთხრა
, რომ დაბრუნებუულიყო, რადგანაც მათ კიდევ არ დაემთავრებინათ სამყაროს შაქმნა, მაშინ
იზანამიმ მიუგო, რომ მასაც სურდა უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს უნდა განეხილა ქვესკნელის
ღვთაებებთან, მან გააფრთხილა საკუთარი ძმა არ დაეწყო მისი ძებნა და არ შეეხედა მისთვის .

საბოლოოდ იზანაგიმ დაარღია პირობა და იზანამის სახეში შეხედა . მან დაინახა, რომ ცოლი გახრწნილიყო და სიკვდილს შეეჭამა . იზანაგის შეეშინდა და გაიქცა ცოცხალთა სამყაროში, უკან კი გაშმაგებული ცოლი დატოვა .



იზანამიმ თავის ქმარს რაიჯინი( ნადირობის ღმერთი, ელვის შტორმის) და შიკომე დაადევნა, თუმცა იზანაგიმ მაინც შეძლო გაქცევა. განრისხებულმა ქალღმერთმა დაიფიცა რომ ათას კაცს წაიყვანდა ყოველდღე ციოცხალთა მიწებიდან, ამის სანაცვლოდ იზანაგიმ განაცხადა, რომ ყოველდღე ათას ხუთასი ადამიანი დაიბადებოდა.
როდესაც ქვესკნელი დატოვა იზანაგიმ, გადაწყვიტა, რომ ყველა სიბინძურე ჩამოეშორებინა ტანიდან როდესაც ტანსაცმელი გაიხადა შემდეგი ღვთაებები იშვნენ :






თანდათან უფრო მეტი ღვთაება მოევლინა ქვეყნიერებას მათ შორის : ამატერასუ(მზის ქალღმერთი)ჩუკიომი(მთვარის ღმერთი) და სუსანოო(ქარიშხლის ღმერთი) . იზანაგიმ სამყარო ამ სამ ღვთაებას გაუყო ამატერასუს მისცა ზეცა, სუსანოს ზღვა, ღამედა და მთვარეზე კონტროლი კი ცუკიომის.






0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპუაშვილი
ანა პაპუაშვილი
52