x
image
პერსეპოლისი
“ჩვენ სულაც არა ვართ კაზანტიპი” – სკანდალური კაზანტიპის გაგრძელება თუ უბრალოდ ახალი ქართული ელექტრონული ფესტივალი?

image


რამდენადაც ცნობილია, კაზანტიპი აღარსად არ იქნება — ბრენდმა შეწყვიტა თავისი არსებობა. მაგრამ, ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ზაფხულს რომელიღაც ახალი ფესტივალი ჩატარდება ყირიმში — იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც ოდესღაც იყო კაზანტიპი. იგივე ხდება ანაკლიაშიც — წელს აქ იმართება GEM Fest [Georgian
Electronic Music Festival].


საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის - გიორგი სიგუას თაოსნობით ანაკლიაში, 30 ივლისიდან 7 აგვისტომდე ახალი ქართული ელექტრონული ფესტივალი გაიმართება, რომელსაც ბევრი კაზანტიპს უკავშირებს. თუმცა, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ამ ფესტივალს კაზანტიპთან არავითარი საერთო არ აქვს და ოფიციალურ ვებ-გვერდზე განმარტებასაც აკეთებენ: „ყველაზე მთავარი განსხვავება კაზანტიპის რესპუბლიკისგან არის ის, რომ ჩვენ ვართ ფესტივალი. ჩვეულებრივი ფესტივალი, რომელიც მოიცავს ყოველივე საოცარსა და საინტერესოს, რაც კი არსებობს ჩვენს გარემომცველ აქტიურ შემოქმედებით გარემოში — საცეკვაო მუსიკაში, სცენურ და მულტიმედია — ტექნოლოგიებში, თანამედროვე ხელოვნებაში. ჩვენი აზრით, ერთ ტერიტორიაზე 9 დღის განმავლობაში ამ რამდენიმე ჟანრის თუნდაც 100 თვალსაჩინო წარმომადგენლის თავმოყრა საკმარისი იქნება, რომ ამ დღესასწაულმა გაიელვოს მთელი თავისი ბრწყინვალებით. :)“


GEM Fest-ი ჩაფიქრებულია როგორც მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი, რომელიც მოიცავს ყოველივე იმას, რაც ყველაზე მეტად ბრწყინვალე, გამორჩეული და ღირებულია დღესდღეობით ახალგაზრდულ კულტურაში,
საცეკვაო მუსიკასა თუ სცენურ ტექნოლოგიებში. სუპერნოვები და მსოფლიო ელექტრონული ესტრადის ახალგაზრდა კაშკაშა ვარსკვლავები, თანამედროვე ხელოვნების თვალსაჩინო აქტივისტები და სულისჩამდგმელები, ქორეოგრაფები, მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, კინემატოგრაფისტები, დიჯეები, ვიდეომხატვრები და სპორტსმენებიც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სრულიად ახალი ქართული ბრენდია, რომელიც სრულიად განსხვავდება კაზანტიპისგან და
მხოლოდ ადგილმდებარეობით არ უნდა განისაზღვროს ფესტივლის ავკარგიანობა.



2
148
5-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
148
  
2015, 9 ივნისი, 22:19
მართალია, შარშან ხალხმა არც იცოდა კაზანტიპი საქართველოში თუ ტარდებოდა.
2015, 9 ივნისი, 22:05
უცხოელები თუ ჩამოვლენ კარგი იქნება, მაგრამ ახალმა მთავრობამ რეკლმა რა არის არ იციან.
0 1 2