x
image
beko777
სკანდალი „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტზე (+ VIDEO)
imageდღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში „წლის საუკეთესო ჯგუფის“ „მეგას“ ტიტულის 2014 წლის მფლობელი „გამოუვალი მდგომარეობა“ მასპინძლობდა მსმენელს და მაყურებელს, მორიგ კონცერტსა და სიდი-ალბომის - „გამოსავალის“ პრეზენტაციაზე.

აქსიომაა, რომ ჯგუფი უდიდესი პოპლარობით სარგებლობს თინეიჯერებში და პრობლემა არასოდეს არ ყოფილა მათ კონცერტებზე ხალხის შეკრება, რასაც 7 ივნისს კონცერტზე ვერ ვიტყვით და რომ არა ერთ-ერთი გამაგრილებელი სასმელების კომპანიის სპონსორობა - ფინანსურად ეს კონცერტი წამგებიანი იქნებოდა, ბევრი მიზეზის გამო, - რადგან ის უბრალოდ - არასწორ დროს და არასწორ ადგილზე დაინიშნა, მიზეზები კი მარტივია - „წლის საუკეთესო ჯგუფის“ ფანების 90% თინეიჯერები არიან, რომლებსაც ამ ეტაპზე თბილისში გაცილებით სხვა პრობლემები აქვთ და შესაბამისად ხარჯები, ვიდრე საყვარელი ჯგუფის ალბომის პრეზენტაციაზე დასასწრები ბილეთის შეძენაა, მითუმეტეს როცა მისი მინიმალური ფასი - 20 ლარია (და ისიც, მხოლოდ აივანზე)
ბანკეტები, სკოლის „ბოლო ზარები“, ექსკურსიები და ა.შ. და ა.შ. ეს, ერთი შეხედვით მარტივი მიზეზები ცუდად აისახა მაყურებლის დასწრებაზე ფილარმონიის დიდი საკონცერტო, 2500 კაციან დარბაზზე, სადაც სამწუხარო ალბათ, მხოლოდ 600-700 მაყურებელი ესწრებოდა.


imageსკანდალი კი, დაწყებამდე მოხდა, როცა 19:00 საათზე გამოცხადებული კონცერტისთვის, დარბაზის კარი მხოლოდ 19:30-ზე გახსნეს, და ეს 30 წუთიანი შუალედი ნამდვილი კოშმარი იყო დარბაზის დაცვის სამსახურისთვის და მომსახურე პერსონალისთის - რომლებზეც გადატყდა ყველა ჯოხი იმ აგრესიისა რაც, მაყურებელს გაუჩნდა კარს იქით... შუშის კარზე საშიში ბრახუნი, ფიზიკური გაწევ-გამოწევა, მეტიც - ანაფორიანი ახალგაზრდა მამაკაცის (ალბათ მამაო იყო) გიპერაქტიურობა და ორგანიზატორების შეურაწჰყოფა... (და არა წყევლის სახით)... მიზეზი - მაყურებლის იმ ნაწილს, ვინც კონცერტზე დასასწრებად მოვიდა ბილეთები ერთ-ერთ სპეც-საიტზე ჰქონდათ შეძენილი და შესაბამისად არ არსებობდა წარმომადგენელთა კონტიგენტი, ვინც უბრალოდ ამ ბილეთებს შეამოწმებდა, რეგისტრაციაში გაატარებდა და ისედაც მცირე მაყურებელს დროულად შეუშვებდა დარბაზში, მოგვიანებით ეს პრობლემა ისევ მიშა მშვილდაძის მონდომებით გადაწყდა (ჯგუფის პროდუსერი) და მაყურებელს დარბაზში შესასვლელი კარი, ოდნავ მოგვიანებით გაუღო.


image50 წუთის დაგვიანებით დაწყებული კონცერტი ჯგუფმა ახალი სიმღერით გახსნა და ვანიკო თარხნიშვილმა მხოლოდ ამის მერე აიღო სიტყვა თავის თავზე და მეგობრების რჩევა კულისებში, რომ დელიკატურად მოეხადა ბოდიში მაყურებლისთვის - შემოსასვლელში შექმნილი უხერხულობის გამო, - ზუსტად გაითვალისწინა და დარბაზს ხმამაღლა ბოდიში მოუხადა ინციდენტითვის.



რაც შეეხება თავად კონცერტს, ამ მოვლენაზე საუბარიც არაა - რათქმაუნდა მაგრად ჩაიარა, ბიჭებიც ბოლომდე დაიხარჯნენ სცენაზე და ის მაყურებელიც, რომელიც სცენის წინ ცეკვავდა თავდავიწყებით, რადგან ვინც ბილეთების მაღალი ფასის გამო მაინც შეძლო კონცერტზე მოსვლა - ის აშკარად, პირდაპირი გაგებით მათი შესრულებული სიმღერების მოყვარულია, ბოლო-ბოლო „გამოუვალი მდგომარეობა“ „წლის საუკეთესო ჯგუფის“ სტატუსით სარგებლობს დღემდე, - ვიდრე საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ მე-16 ცერემონიალამდე - დეკემბერში 2015 წელს...


0
1407
6-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
1407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0