x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
რატომ ჩნდება შოკოლადზე თეთრი ნადები - ეს უნდა ვიცოდეთ!
image



ალბათ ყველას შეუმჩნევია, რომ დროდადრო შოკოლადი თეთრ ნადებს იკეთებს. მეცნიერები უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან ამ ფენომენით.


სულ ახლახანს ამერიკელმა ქიმიკოსებმა ამ შეკითხვის პასუხს მიაგნეს. მათი აღმოჩენა
გამოქვეყნდა ჟურნალში Applied Materials & Interfaces.


თავიდანვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული თეთრი ნადები სრულიად უწყინარია. უფრო მეტიც, არავითარ გავლენას არ ახდენს პროდუქტის საგემოვნო თვისებებზე



მეცნიერებმა ვიდეოზე ასახეს თეთრი ნადების ფორმირების მთლიანი პროცესი. ექსპერიმენტის დროს გამოიყენეს რენტგენის სხივები. გადაღების დაწყებამდე შოკოლადის მთავარი შემადგენელი ინგრედიენტები - კაკაო, შაქარი, მშრალი რძე და კაკაოს ზეთი ფხვნილად აქციეს. ექსპერიმენტის დროს კი ამ ნაზავში დაამატეს მზესუმზირის ზეთი. შედეგად ცხიმმა სწრაფად დაიწყო შოკოლადში მიკროფორებს შორის გადაადგილება. ეს იყო კაპილარობის ეფექტი.



ყოველივე ამაზე დაყრდნობით, მეცნიერები მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: თეთრი ნადების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შოკოლადის ფოროვანობის შემცირება. ამასთან, შოკოლადი უნდა ინახებოდეს გარკვეულ პირობებში - სიგრილეში, დაახლოებით 18 გრადუსზე.


image


1
7912
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
7912
  
0 1 1