x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რასაც ეს 52 წლის ქალბატონი უკეთებს თავის 6 წლის ქალიშვილს, არცერთ ჩარჩოში არ ჯდება
როგორც ცხადია, სიტყვა ქალი მდედრობითი სქესის ადამიანს აღნიშნავს და ზრდასრული ასაკის ადამიანზე ითქმის, მაშინ როდესაც გოგონა მდედრობითი სქესის ბავშვზე ან მოზარდზე მიანიშნებს. ტერმინი ქალი ხშირად გამოიყენება ზოგადი მნიშვნელობით. სანამ სტატიის მთავარ თემაზე გადავიდოდე, მინდა საოცარი სიტყვებით შევალამაზო, რომელიც რაღა თქმა უნდა ქალს ეკუთვნის:


"ქალი დედაა… უსაზღვროდ ძლიერი დედა… ქალი ცოლია… .უსაზღვროდ შეყვარებული საყვარელი… ქალი ლექსია…. მამაკაცების გულიდან ამოხეთქილი ცეცხლია… გახურებული სიტყვების ნაჯახია… ქალი პატივისცემაა… დედაა… ღირსი თაყვანიცენისცემისა… ცოლია… ღირსი განდიდებისა… იგია ყველაზე დიდი მოვალეობა წუთისოფელში…. ცოლია ყველაზე ახლო და ყველაზე ძლიერი მეგობარი… ცოლია ქალი, ქალია დედა…"



იმდენი რამ ითქვა ამ ხუთ ხაზში, რომ განვავრცო თემა, უკვე აზრი აღარ აქვს, თუმცა აქვე სტატიის თემიდან გამომდინარე მაინც ვიტყვი, რომ ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალია. ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დრო ჰკურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს შვილებს. დედის ცხოვრების ყველა წუთი შვილებზე ზრუნვით არის სავსე, მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი შვილებია. ის თავის თავს მთალიანად მათ უძღვნის, მხოლოდ მათ ბედნიერებაზე ფიქრობს, საკუთარი თავისთვის სულ მცირედიც არ ემეტება.



დედის გული შვილის ცხოვრების ყველა მოვლენას ეხმიანება - იქნება ეს მწუხარება თუ სიხარული, ბედნიერი თუ უბედური ცვლილებები მის ცხოვრებაში. დედის ცრემლები წმიდა და სულისშემძვრელია, ისევე, როგორც სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც სულის სიღრმიდან მოდის. დედის გული ურყევი სიყვარულის დაულევნელი წყაროა. ნამდვილად ურყევია ეს სიყვარული, იმიტომ, რომ შვილების ურჩობაც და ბიწიერებაც კი ვერაფერს აკლებს მას. სწორედ ამით არის ეს გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომლებსაც მუდმივად საპასუხო გრძნობებით შენარჩუნება სჭირდება.


ისიც ცხადია ყველასთვის და ვერც ვერავინ უარყოფს დედის რძე უამრავი სამკურნალო თვისებებით რომ ხასიათდება. ბრძენია ბუნება და სწორედ ქალი- დედა დააჯილდოვა ამ უზენაესით, რათა უფრო მეტი მზრუნველობა გამოეხატა საკუთარი ჩვილის მიმართ და პატარებიც, რომლებიც ბუნებრივი კვებით იზრდებიან, ნაკლებად განიცდიან რაიმე დაავადებებს. (ხშირ შემთხვევაში ასეა)


აქედან გამომდინარე კი, მინდა გაგაცნოთ ავსტრალიელი 52 წლის მოცეკვავე, ვინმე Maha Al Musa, რომელიც 3 შვილის- 2 ვაჟის და 1 ქალიშვილის დედაა. მახას ვაჟები ჯანმრთელობით ნამდვილად დაიკვეხნიან, ვინაიდან 2 წლის მანძილზე კვება ისინი დედამ "ძუძუთი", ქალიშვილი Amina კი უკვე 6 წლისაა და რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ის ჯერ კიდევ იკვებება დედის რძით. მახას მიმართ საზოგადოებამ დაინტერესება მას მერე ჰპოვა, რაც მან 6 წლის ქალიშვილის- ამინას ძუძუთი კვების პროცესი საკუთარი Facebook-ის გვერდზე ფოტოების სახით გაასაჯაროვა.


imageimageimage


ერთი შეხედვით სასწაული თითქოს არაფერია, თუმცა მახა 52 წლისაა და მისი რძე სწორედ იმ ყველა სასარგებლო თვისებების მატარებელია, როგორიც სხვა ყველა ახალგაზრდა დედის რძე.


"მე მიყვრას დედიკოს რძე, რადგან იგი იმ ყველა ტკბილეულზე გემრიელია, რაც კი გამისინჯავს"- ამბობს პატარა ამინა.


"ბევრი ძალიან უცნაურ ქალად აღმიქვამს და ბუნებრივია, ჩვენი სამყარო მეტად უცნაურია ყველა თავისი მობინადრეთი, აზრთა სხვადასხვაობაც არ მიკვირს ამიტომ. ეს ჩემი არჩევანია, საოცარი პროცესია და ვკვებავ მანამ, სანამ თავად არ დაანებებს ამინა თავს, სტატისტიკით კი ასეთ შემთხვევებს 8 წლის ასაკამდე ბავშვებში აქვს ადგილი"- ამბობს 52 წლის დედა- მახა.



ეხლა კი სახასიათოდ გთავაზობთ მახას ფოტოებს შვილებთან ერთად:


imageimageimage

15
5499
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
5499
  
2015, 9 ოქტომბერი, 14:43
აა ამიტომ კაცებო დაუკვირდიტ ვისთან და რასტან აკეთებთ ბავშვებს:)))) რომ მერე არ ინანოთ მწარედ.
2015, 9 ოქტომბერი, 14:42
ნამდვილად გავს პორნოგრაფიას და მართლაც რო ჯოჯოხეთია ეს ყველაფერი.
2015, 9 ოქტომბერი, 14:40
ავადმყოფი როგორც სულიერად ისე ფიზიკუარად:)) ცოცხალი ჯოჯოხეთია ესეთების არსებობა და მეტი არაფერი.
2015, 15 სექტემბერი, 23:01
შესავალი ნაწილით ^–^
2015, 15 სექტემბერი, 22:47
ლეელ :) რითი მიხვდი? :)) არა არ მაქვს ნანახი, ეხლა ერთ ძალიან კარგ ფილმს ვუყურებ და ხვალ მაგ AURORA-ს ვნახავ აუცილებლად :*
2015, 15 სექტემბერი, 21:25
ვიცოდიიი :D სტატიის ავტორი რომ შენ იქნებოდი. ^–^ მოდი დაგიგნგრევ ქალებზე წარმოდგენებს (არა მარტო ქალებზე) და უყურე ფილმს AURORA (Tუ უკვე არ გაქვს ნანახი)
2015, 3 ივნისი, 1:37
მე ერთი დღეც არ მაჭამეს :D
2015, 30 მაისი, 0:55
დიდი ბოდიშით მარა სამი წელი მაქვს დედაჩემის ძუძუ ნაჭამი:)
2015, 29 მაისი, 23:29
დრო რო გავა სხვა ძუძუ დასჭირდება ალბათ ))
2015, 29 მაისი, 23:11
ნამდვილად ნათი, 1,8 წელი ჭამა ჩემმა და ერთი სული მქონდა როდის დაანებებდა. ჩემი აზრით 9 თვე საკმარისია ჯანმრთელობისთის და მერე აზრი აღარ აქვს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10