x
image
გვანცა1234
ხუთი დაუნდობელი ბელადის უცნაური და საიდუმლო ჰობი

ყველას აქვს საკუთარი ჰობი, თუნდაც ძალიან უცნაური. მექანიკოსს შეიძლება ქსოვა ჰობად ექცეს, მოცეკვავეს შეიძლება კრივი მოეწონოს. მაგრამ რა არის იმაზე საინტერესო, თუ რას აკეთებდნენ მსოფლიოში ცნობილი ბელადები თავისუფალ დროს, მას შემდეგ, რაც გენოციდს აწყობდნენ და მილიონობით ადამიანს ხოცავდნენ?!
1) ადლოფ ჰიტლერს უყვარდა დისნეი და მისი პერსონაჟებიimageგაგიკვირდებათ და ჰიტლერი არ იყო მხოლოდ ჩვეულებრივი გულშემატკივარი დისნეის ანიმაციებისა და მისი ნაირ-ნაირი პერსონაჟებისა. ის ფიქრობდა, რომ “ფიფქია და შვიდი ჯუჯა'' იყო საუკეთესო და უდიდესი ფილმი, რაც კი ოდესმე შექმნილა. მისი სიყვარული დისნეისადმი იმდენად ცნობილი იყო, რომ იმ დროის უდიდესმა პოლიტიკურმა პირმა - იოზეფ გებელსმა მას მიკი მაუსის სუვენირიც კი აჩუქა. image2) ოსამა ბინ ლადენს უყვარდა ფრენბურთიimageოსამა ბინ ლადენს სძულდა ამერიკა. ვიერ იტანდა მის კულტურას, ხალხს.. თუმცა როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ მას ძალიან უყვარდა ფრენბურთი. ეგ კი არა, თავადაც ხშირად თამაშობდა ხოლმე. ის არ აღიარებდა ამ ფაქტს, რადგან ის ფიქრობდა, რომ მისი ღმერთი კრძალავდა ყველანაირ სპორტს. თუმცა იმ თავშესაფრებში სადაც ბინ ლადენი და მისი ხალხი იმალებოდა, ძველი ტანსაცმელებით და თოკებით გაბმული ბადეები და ბურთები, რომლითაც სავარაუდოდ ტერორისტული ისლამური ორგანიზაციის ალ-ყაიდას დამაარსებელი და ლიდერი, არც მეტი არც ნაკლები, ფრენბურთს თამაშობდა. image3) სადამ ჰუსეინი წერდა რომანებს და ნოველებსimage2001 წლის ბოლოს, ლონდონში, წიგნის მაღაზიაში იპოვნეს წიგნი სახელწოდებით - “ზაბიბა და მეფე'', ქვეშ წაწერილი ავტორის სახელით ს. ჰუსეინი. წიგნში მოქმედება მიმდინარეობს ერაყში, ჰუსეინის სამშობლოში. მისი სიუჟეტი ასეთია: მე­ფეს უბ­რა­ლო წარ­მო­შო­ბის ქა­ლი ზა­ბი­ბა უყ­ვარ­დე­ბა, მა­თი რო­მა­ნი ხურ­დე­ბა, ზა­ბი­ბა კი მე­ფეს ხალ­ხის გა­ჭირ­ვე­ბა­ზე მო­უთხ­რობს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მე­ფე რე­ფორ­მებს იწყებს, რა­საც გავ­ლე­ნი­ა­ნი ხალ­ხი ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა და მე­ფის მოკ­ვ­ლა­საც ჩა­ი­ფიქ­რე­ბენ, თუმც ბრძე­ნი ზა­ბი­ბას ჩა­რე­ვა მე­ფეს სიკ­ვ­დი­ლის­გან იხ­ს­ნის. ამას აჯან­ყე­ბის ტალ­ღა მოჰ­ყ­ვე­ბა, რის დრო­საც ზა­ბი­ბა იღუ­პე­ბა.
გარდა იმისა, რომ ჰუსეინი თავად წერდა რომანებს, მისი ახლობლების თქმით, სადამ ჰუსეინი გიჟდებოდა სასიყვარულო რომანების კითხვაზეც. image4) ალ კაპონე წერდა სასიყვარულო სიმღერებს imageრა ვიცით ალ კაპონეს შესახებ? ავეჯის ბიზნესის საფარით იგი დაკავებული იყო ბუტლეგერობით, სათამაშო ბიზნესითა და პროსტიტუციით. დროთა განმავლობაში აშშ-ის ორგანიზებულ დამნაშავეთა იტალიურ მაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი გახდა. იყო მსოფლიოს უდიდესი კრიმინალი. თუმცა იცოდით, რომ ის სასიყვარულო სიმღერებს წერდა? ციხე ალკატრასში ჯდომისას მან საკუთარ თავში აღმოაჩინა ეს ნიჭი. მის მიერ დაწერილი კომპოზიცია „მადონა მია“ საქვეყნოდ ცნობილიც კი გახდა.
5) იოსებ სტალინს მოსწონდა შიშველი ფიგურების ხატვა imageდაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ იოსებ სტალინს შიშველი ადამიანების ხატვა უყვარდა. ექსპერტებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ბევრი სურათი მართლაც ბელადის დახატულია. სხვათაშორის, მათ სტალინის სექსუალურ ორიენტაციაშიც შეჰქონდათ ეჭვი. image

10
3368
15-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
3368
  
2015, 29 მაისი, 13:30
ლექსების წერა უცნაური და საიდუმლო გატაცება რომ არაა?
2015, 29 მაისი, 10:33
გვანცა, სტალინი ლექსებსაც რო წერდა?
2015, 28 მაისი, 23:29
დიდი მადლობა ყველას.
2015, 28 მაისი, 22:24
ფრიად მოვიხიბლე და ბევრი ახლა გავიგე - მადლობა "გვანცა 1234" სტატიისთვის.
2015, 28 მაისი, 21:44
ბრავო, საინტერესო იყო მართლა.
2015, 28 მაისი, 20:12
საინტერესოა
2015, 28 მაისი, 20:00
ჰოო, გამახსენდა, ეგეც... ამიტომ არ უნდა შეუზღუდო ბავშვს თავიდანვე მისწრაფება, თორემ ფსიქოლოგიურ მომენტს ექმნება ადგილი.
2015, 28 მაისი, 19:38
ჰიტლერი? ეგეც რა მხატვარი არ იყო? რამდენჯერმე ნახატი დაუწუნეს და გული აუცრუვდა...
2015, 28 მაისი, 19:27
ნეტავ მართლაც მხატვარი გამხდარიყო. გაიხარე მაკუშ
2015, 28 მაისი, 19:25
სტალინის ჰობზე ბევრი მსმენია, სახვითი ხელოვნებით ყოფილა გატაცებული მთელი ბავშვობა და მშობლებმა შეუშალეს ხელი რომ ხატვას გაყოლოდა, არადა რომ გაყოლოდა უდიდეს რამეს აიცილებდა თავიდან კაცობრიობის ისტორია. არის ვარაუდები, რომ ბავშვობიდან წინაღობებმა გააბოროტა. სტატია საინტერესოა გვანცა, :* (გავაზიარე)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10