The Associated Press-ის ინფორმაციით, იტალიაში კატანძაროს პოლიციამ ანტიმაფიური გამოძიების შედეგად და 50-ზე მეტი ადამიანი გარიგებული მატჩებისთვის დააკავა. იტალიის რანგით მესამე და მეოთხე დივიზიონებში ათეულობით გარიგებული მატჩი ჩატარდა.
სპორტული დანაშაული იტალიურ მაფიურ ორგანიზაციებს უკავშირდებათ. გამოძიება კი 70-ზე მეტ ადგილას ჩატარდა. ამავდროულად ადგილობრივი მედია იუწყება, რომ აღნიშნულ გარიგებულ მატჩებში ერთი პოლიციელიც იყო გარეული.
30-ზე მეტი კლუბის ფეხბურთელები, მწვრთნელები, მენეჯერები და მეპატრონეები პოლიციამ ამხილა. პოლიციის განცხადებით, აღნიშნულ დანაშაულში ჩატრეულნი არიან ისეთი კლუბები, როგორებიც არიან: “პრო პატრია”, “ბარლეტა”, “ბრინდისი”, ნეაპოლის მუგნანო”, “ტორეზი”, “ვიგორ-ლამეტია”, “სანტარჩანჯელო”, “სორენტო”, “მონტალტო”, პუტეოლანა”, “აკრაგასი” და “სან სევერო”.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge