იამაიკის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინფრიდ შეფერმა 2015 წლის კოპა ამერიკისთვის გაფართოებული 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გერმანელი სპეციალისტი საბოლოო 23 რჩეულს 1 ივნისს გამოაცხადებს.
ევროპელი სპეციალისტის შერჩეული გაფართოებული შემადგენლობა:
მეკარე: რიან ტომპსონი (“პიტსბურგ რივერჰოუნდსი”, აშშ), დუაინ კერი (“სარპსბორგი”, ნორვეგია), დუაინ მილერი (“სირიანსკა”, შვედეთი), დამიონ ჰიატი (“არნეტ გარდენსი”).
მცველები: უეს მორგანი (“ლესტერი”, ინგლისი), ჯერმენ ტეილორი (“ჰიუსტონ დინამო”, აშშ), მაიკლ ჰექტორი (“რედინგი”, ინგლისი), ადრიან მარიაპა (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), ალვას პოუელი (“პორტლენდ ტიმბერსი”, აშშ), რიჩარდ დიქსონი (“ჩარლოტა იგლზი”, აშშ), კემარ ლოურენსი (“ნიუ იორკ რედ ბულსი”, აშშ), შონ კუმინგი (“მილუოლი”, ინგლისი).
ნახევარმცველები: ჰუგან გრეი (“უოთერჰაუსი”), ჟე-ვოგნ უატსონი (“დალასი”, აშშ), როდოლფ ოსტინი (“ლიდსი”, ინგლისი), ჟოელ გრანტი (“იოვილი”, ინგლისი), ლეინს ლაინგი (“ედმონტონი”, კანადა), გარეთ მაკლირი, ჯობი მაკანუფი (ორივე“რედინგი”, ინგლისი), ომარ ჰოლნესი (“პორტლენდ ტიმბერსი”, აშშ), დანიელ გორდონი (“კარლსრუე”, გერმანია).
თავდამსხმელები: ალან ოტი (“მონტეგო ბეი იუნაიტედი”), მაიკლ ჟოზეფ სიტონი (“იორებრო”, შვედეთი), ჟილეს ბარნესი (“ჰიუსტონ დინამო”, აშშ), დარენ მატოკსი (“ვანკუვერი”, აშშ), სიმონ დოუკინსი (“დერბი”, ინგლისი), დეშორნ ბრაუნი (“ვალერენგა”, ნორვეგია), რომეო პარკესი (“ისიდრო მეტაპანი”, სალვადორი), ანდრე კლენონი (“არნეტ გარდენსი”), დინო უილიამსი (“მონტეგო ბეი იუნაიტედი”).
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge