x
image
K.P.
პირადი დრამა, რომელსაც თამთა გოდუაძე საქართველოდან საბერძნეთში გაექცა

image
მომღერალი თამთა გოდუაძე საქართველომ "რუსთავი 2"-ის მუსიკალური პროექტის "X ფაქტორის" მეშვეობით გაიცნო. ქართველი მომღერალი უკვე წლებია პოპულარულია საბერძნეთში და ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად შემსრულებლადაც ითვლება.

მომღერლის პირადი ცხოვრება საქართველოში ია-ვარდით მოფენილი არ გახლდათ. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. 14 წლის ასაკში გაიპარა და ოჯახი შექმნა. ბავშვობით ტკბობა ნამდვილად ვერ შეძლო. იმ დროს საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინება ერთგვარი ტენდეცია იყო და თამთამაც ფეხი აუწყო. სულ მალე დედაც გახდა. ამ ყველაფერმა მომღერლის ცხოვრება თავდაყირა დააყენა და მასზე წარუშლელი კვალი დატოვა:"გავიპარე, მანქანაში საკუთარი ფეხით რომ ჩაჯდები, ამას მოტაცება არ ჰქვია. მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა ამ ეპიზოდმა. გარდატეხის ასაკში რომ შვილს გააჩენ, ეს არასოდეს დაგავიწყდება და ეს სრულიად ცვლის შენს ცხოვრებას. დღევანდელ ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ არა ის, რაც გადავიტანე, ამდენს ვერ მივაღწევდი. ჩემი ცხოვრების სიძნელეებმა და ადრეულ ეტაპზე გადატანილმა ოჯახურმა დრამბმა გამაძლიერა. ეს არც იყო ოჯახი, ეს იყო თამაში. წარმოიდგინეთ, 14 წლის გოგო, როცა მისი საზრუნავი ხდება ქმარი და შვილი. როცა ჩემი შვილი 14 წლის იყო და ვუყურებდი, მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ადრე გავაჩინე შვილი. ოჯახურმა ცხოვრებამ ჩემი ბავშვობა შეიწირა". თამთას ქორწინებამ ექვს წელიწადს გასტანა. 20 წლის იყო, როდესაც საქართველოდან ქალიშვილთან ერთად წავიდა, საბერძნეთში დედას ჩააკითხა. მომღერალმა მალევე მონაწილეობა მიიღო ბერძნულ "X ფაქტორში", სადაც მეორე ადგილი დაიკავა და ცნობადი მომღერალიც გახდა. ნელ-ნელ მისი ცხოვრებაც დალაგდა.

თამთა გოდუაძის ყოფილი მეუღლე ბიზნესმენი შმაგი ხაჭვანია. ყოფილ ცოლ-ქმარს დღეს ურთიერთობა აღარ აქვთ. მათი საერთო შვილი, ანა კი ზაფხულობით მამას საქართველოში სტუმრობსხოლმე.

imageimageimageimageimageimage





0
1293
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0