x
image
ციცი
Mediator image
ნათია ფანჯიკიძე-"ძალიან ფრთხილად იყავით და არ ენდოთ ექიმებს!" " ჯერ დასვით 100 ათასი კითხვა და მხოლოდ ამის მერე გაწექით დასაკლავი საქონელივით."

imageსაქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე და ცნობილი ქართველი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილი, ნათია ფანჯიკიძე ხალხს მოუწოდებს, რომ ექიმებს ბრმად არ მიენდნონ და სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სტატუს აქვეყნებს:

"ეს ამბავი ერთი კვირის წინ შემემთხვა და დაწერას არ ვაპირებდი, ვწერ იმიტომ, რომ დღეს ერთ ჩემს ახლობელს მსგავსი სიტუაცია ჰქონდა, ექიმმა შეჭყიტა მის პრობლემას გამჭრიახი თვალით და არანაირი "ზედმეტი" კვლევა საჭიროდ არ ჩათვალა, ისე დაუგეგმა ოპერაცია. ენდო თავის ოქროს ხელებს და გრანდიოზულ გამოცდილებას, ალბათ მესამე თვალსაც, რომელიც, როგორც ჩანს, ყველა თანამედროვე ტექნოლოგიაზე სანდოდ მიაჩნია.
მოკლედ, ძალიან ფრთხილად იყავით და არ ენდოთ ექიმებს, რომლებიც სწრაფი რეაქციით და ხშირად თქვენი მზადყოფნის და თანხმობის გარეშე წყვეტენ თქვენი სხეულის ბედს, ავტორიტარული და თანაც ხშირად ბრაზიანი ტონით და ქმედებით. ჯერ დასვით 100 ათასი კითხვა და მხოლოდ ამის მერე გაწექით დასაკლავი საქონელივით.
ერთი კვირის წინ, სანამ გონში ჩავვარდებოდი და რამეს "ზედმეტს" ვიკითხავდი, გამფატრეს. თირკმლიდან ფილტვამდე სიგრძის ჭრილობა დამასვეს და ზედ კოხტა 18 ნაკერიც მიმამაგრეს, აი ისეთი, ძველ ფეხსაცმელს რომ გაკერავ რუდუნებით თავმოყვარე საპოჟნიკი. რატომ გამჭრეს, იყო თუ არა საჭირო ამხელა ტრავმა, ერთ კვირაში გავიგებ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, მთავარი ის არის, რომ გადაწყვეტილების მიღების შანსი არ მომცეს. არანაირი გადაუდებელი შემთხვევა ეს არ იყო და სრული უფლება მქონდა, აუცილებელიც რომ ყოფილიყო ფატვრა, ერთი დღე მაინც დავფიქრებულიყავი, მინდოდა საერთოდ ეს ამბავი, თუ არ მინდოდა.
არანაირ დეტალს, გვარებს, სახელებს და ა.შ. არ ვასახელებ. ვითვალისწინებ რა, რომ მათ ჩემთვის ცუდი არ უნდოდათ. პირიქით, თვლიან, რომ მიშველეს. უბრალოდ მინდა ვთქვა, სოციალური რეფორმა გადასარევია, - ამ სტრესში ფულიც რომ გადამეხადა, უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ ჯანდაცვის სფეროში თუ სტანდარტები მკაცრად არ იქნება დაწესებული, ელემენტარულად ოპერაციის წინ წნევის გაზომვა მაინც თუ არ იქნება სავალდებულო, მუქთა კუბო ნაკლები შეღავათია. სუდარაში გახვეულიც რომ დამკრძალონ, სულ არ ვარ პრეტენზიული, უსინდისო ვიყო, თუ ვიწუწუნო. აგერ არა ხართ? რომ მოვკვდები, ჩემს ხმას თუ გაიგებთ, გამახსენეთ, აკი მუხა არ გინდოდაო?
ჩემი ძალიან დიდი თხოვნა და სურვილია, ამდენი კეთილი საქმის კვალდაკვალ, იქნებ ჯობდეს, ფინანსდებოდეს მძიმე და ხარჯიანი შემთხვევები და ფინანსდებოდნენ განსაკუთრებით ღარიბი ოჯახები სრულად, დანარჩენ შემთხვევაში, ვისაც გადახდა შეგვიძლია, ელემენტარული საჭიროებებისთვის თანხა თვითონ გადავიხადოთ და მოხმარდეს ეს რეანიმაციების აღჭურვას, მორფოლოგიის დახვეწას, რაიონების კლინიკებში აპარატურის შეტანას, მერე ამ აპარატურის მოხმარების სწავლებას, სტანდარტის დანერგვას და ა.შ."imageimage


imageimage

image

0
117
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0