x
image
worldsport.ge
“ვიდეოტონი” უნგრეთის ჩემპიონი მეორედ გახდა

imageუნგრეთის ქალაქ სეკეშფეჰერვარის გუნდი “ვიდეოტონი” ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გუნდმა ტიტული ოთხი ტურით ადრე, მას შემდეგ გაინაღდა, რაც უახლოესმა მდევარმა “ფერენცვაროშმა” 3 მაისს “პაკშის” სტუმრად ვერ მოუგო (2:2).
“ვიდეოტონს” 26 ტურის შემდეგ 67 ქულა აქვს, ხოლო “ფერენცვაროშს” – 54. სეკეშფეჰერვარელებმა უნგრეთის ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ მოიგეს. პირველად გუნდმა უმაღლესი ტიტული 2010/11 წლებში მოიპოვა.
1941 წელს დაარსებული გუნდი არსებობის ისტორიაში უნგრეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე 4-ჯერ გავიდა (1975/76, 2009/10, 2011/12, 2012/13), თასი ერთხელ 2006 წელს მოიგო, სუპერთასი კი – ორჯერ (2011, 2012).
კლუბის ყველაზე საამაყო შედეგი უეფას თასის ფინალში გასვლაა. 1984/85 წლების სეზონის ფინალში “ვიდეოტონი” მადრიდის “რეალთან” ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა. პირველი შეხვედრა უნგრელებმა შინ 0:3 დათმეს, განმეორებითი მატჩი კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 1:0 მოიგეს.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0