x
image
worldsport.ge
შვაინშტაიგერმა კანის და შოლის რეკორდი გაიმეორა

imageმას შემდეგ, რაც კვირას “მიუხენგლადბახმა” შინ “ვოლფსბურგი” 1:0 დაამარცხა, “ბაიერნმა” ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ბავარიელებმა ბუნდესლიგა 24-ედ მოიგეს.
“რეკორდმაისტერის” ლიდერი ბასტიან შვაინშტაიგერი კი გერმანიის ჩემპიონი კარიერაში მერვედ გახდა, რითაც მან “ბაიერნის” ლეგენდარული ფეხბურთელების ოლივერ კანის და მეჰმედ შოლის რეკორდი გაიმეორა. მათაც სწორედ რვაჯერ აღუმართავთ “ვერცხლის სინი”.
მიმდინარე სეზონში ბასტიანმა, ტრავმების გამო, გერმანიის ჩემპიონატში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შვაინშტაიგერმა ბუნდესლიგა 2002-2003, 2004-05, 2005-06, 2007-08, 2009-10, 2012-13, 2013-14, 2014-15 წლებში მოიგო.




ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0