x
image
natia.a
ეს უცნაური ინდური სერიალები ანუ დავიწყებული რომანტიკა

imageუკვე დაჯერებას ვიწყებდით, რომ ჩაკლაპორტის დროინდელი ფილმების მიერ ჩვენი ბებიებისა და დედების გულში დანთებული ცეცხლი სამუდამო ფერფლად იქცა და აი, ინდური სამყარო მთელი თავისი ზიზილ-პიპილებითა და ჭრელა-ჭრულა ორნამენტებით ისევ შემოიპარა ჩვენს ტელესივრცეში. თუმცა ეს უკვე შემოპარვა კი არა, ნამდვილი დაპყრობაა.
ახლა კი შევეცადოთ გავაანალიზოთ, რა ფენომენია ეს ინდური სერიალები?

ძირითადი თემა თითქმის ყველა ინდურ სერიალში ერთია: ერთი მხრივ სიყვარული, მეორე მხრივ კი რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობა.

განსაკუთრებით თვალშისაცემია უამრავი, თავგზაამბნევი და სრულიად გაუგებარი
დღესასწაული. რომ აღარაფერი ვთქვათ საქორწილო ცერემონიალზე, რომელიც გრანდიოზულია და რამდენიმე დღესაც კი გრძელდება. არ გაგიკვირდეთ, თუ საბოლოოდ ნეფეს ან დედოფალს ქორწილზე საერთოდაც გამოცვლიან.

image
რას აკეთებს ამ დროს პოლიცია? ეს უკანასკნელი თითქმის ყველა ქვეყნის სერიალში მეტ-ნაკლებად უმოქმედოა, მაგრამ ინდური საპნის ოპერების პოლიციელები ამ მხრივ ნამდვილად ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებენ: როგორც წესი, ისინი თავად არაფერს
აკეთებენ, მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქეების მითითებებს ასრულებენ.

"- რა ხდება აქ?
- ის მკვლელია, დააპატიმრეთ?
- თქვენ დაპატიმრებული ხართ!"

ჩვეულებრივი, ყოველდღიური პრობლემები ინდური სერიალის გმირებისთვის უზარმაზარ, საქვეყნო, საერთაშორისო, პლანეტარულ მასშტაბს იძენს...

image
სიყვარული? დიახ, სიყვარული ფაბულის მთავარი მამოძრავებელი ხაზია, მაგრამ
მთელი სერიალის მანძილზე შეიძლება ერთ კოცნასაც არ ჰქონდეს ადგილი... სექსზე ხომ
ლაპარაკი ზედმეტია.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი თავისებურება: თქვენ გგონიათ ინდურ სერიალებში მთავარი მსახიობებია? არა! რეჟისორი? ოჰ, ნამდვილად არა, ის მგონი საერთოდაც იშვიათად მიდის გადასაღებ მოედანზე. იქნებ მთავარი სცენარისტია? ღმერთო ჩემო, ნუთუ ის, რომელიც ასეთ არარეალურ ზღაპრებს ერთი ხელის მოსმით წერს? რა თქმა უნდა არა!

მთავარი აქ ო პ ე რ ა ტ ო რ ი ა! სწორედ ოპერატორზეა ბევრი რამ დამოკიდებული. მისი კამერა ტრიალებს მთავარი გმირების გარშემო, იღებს ახლო ხედებს, თითოეულ მიმიკას, ჟესტს, მის თვალს არაფერი გამოეპარება. მას შეუძლია ერთი სცენა, რომელშიც მხოლოდ ერთი ფრაზაა, მთელ სერიად აქციოს.

აი, მაგალითად, რძალმა რაღაც თქვა: ჯერ გვაჩვენებენ რძალს, შემდეგ ქმარს, შემდეგ
დედამთილს, შემდეგ ბებიას, შემდეგ მულს, შემდეგ მულის ქმარს, ამის შემდეგ
მოსამსახურეს, შემდეგ კიდევ ვინმეს, მერე ყველაფერი თავიდან დაიწყება და ასე
გავა მთელი სერია.


დიახ, სასაცილოაო, იტყვით ალბათ.

და მაინც, რატომ არის პოპულარული?

image
იქნებ იმ ზღაპრული რომანტიზმის გამო, რომელიც რეალურ ცხოვრებაში თითქმის სულ დაიკარგა? იმ ხელის წავლებებისა და შუბლზე ჩამოვარდნილი თმის გასწორების გამო, რომელიც იმდენად დიდი დოზითაა მოცემული, რომ სასაცილოც კი ხდება...

ან იქნებ ჩვენთვის უცნობი ახალი კულტურის მიმართ ინტერესის გამო: ეს ტრადიციები ხომ ასე უცხოა ჩვენთვის, სერიალით კი ისეთი ნაცნობი ხდება...

იქნებ იმ მიამიტური, ზღაპრული სამყაროს გამო, სადაც თითქმის სასწაულები ხდება და ბოროტი ყოველთვის იმარჯვებს კეთილზე...

ან იქნებ...

თუმცა დანარჩენი თქვენთვის მომინდია...


7
1060
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1060
  
2015, 28 აპრილი, 22:37
ამაზე სასაცილოს ვერაფერს ნახავს კაცი, და კიდევ ვენესუელური სერიალები გვანან ერთმანეთს სიდებილეში :D ოპერატორმა სერიის შესავსებად კი არა მარტო ადამიანების გაყინული, თუ გაშეშებული ან აღშფოთებული სახე უნდა აჩვენოს, არამედ ცხოველებსა და ნივთებსა და ავეჯსაც შეიძლება ჩამოუაროს თითოეული ფრაზის მერე და ასე ხელმეორედ ყოველი მომდევნო წინადადების თუ სიტყვის მერე:D ამაზე ხო ძალა აღარ მყოფნის, იმდენს ვიცინი. ან შეიძლება გმირმა შემთხვევით ქარზე წამოკრას ფეხი სატრფოს ჩასახუტებლად, მოკლედ, დიდი კრეტინობაა მთლიანად, უბრალოდ, ფერებია ლამაზი და დღესასწაუელბიც ზოგი იმდენად უაზროა, სამაგიეროდ, იგებ ახალს, რომ არსებობს ასეთი დღესასწაული :D თან ამ ხალხისა და კულტურის შEსახებ ბევრს მეტყველებს, მოკლედ, ყველაფერ უარყოფითშIც შEიძლება დადებითი ვიპოვოთ (თუ მოვძებნით), და პირიქით :) ;)
2015, 26 აპრილი, 14:44
G–G
2015, 26 აპრილი, 10:53
სერიალებს საერთოდ არ ვუყურებ არანაირს და სულ რომ გაწყდეს ყველა გადაცემა და გასართობი საშუალება ინდურ სერიალებს მაინც ვერაფრით ვერ ვუყურებ, ნუ ძალიან დაბალი დონე აქვთ და ნათი შენი თქმის არ იყოს, ოპერატორის გენიალურობას 40 წუთიანი ფილმის 30 წუთს თვალს ვერ გავუშტერებ :))
2015, 25 აპრილი, 23:59
მაგას ვამბობ კი მართალაი ძალიან გაწელილია ეს ინდურები მაგრამ იმათ სჯობს მე ბიჭი ვარ ამითომ არ ვეტანები ამ სერიელებს მაგრამ ბრაზილიურს რომ დავინახავ ან ლათინოს იმენა მეკეთება და ვყვირივარ გადართეთ დროზე ძირითადად ამერიკულებს ვიყურებ :-) მაგრამ მომწონს ერთი სერიალი ინდური მოჯადოებული (უფრრო სწორად ქართულად არ თარგმნიან სწორად.. როგორ დავარქვათ ამას სიყვარული?
ასე ქვიამ მაგ სერიალს უკვე ნაყურები მაქ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს :-)
2015, 25 აპრილი, 22:02
მგონი სწორედ ის გადაჭარბებული სექსი და ზედაპირულობა აღარ მოწონს ხალხს და ამან გამოიწვია სწორედ ინდური და თურქული სერიალების მიმართ მეტი ინტერესი.
2015, 25 აპრილი, 21:56
ყველასმისი აზრი აქვს სერიელებზე, კი გეთანხმებიტ რომ თითქმის ერთი და იგივე აზრები აქვს ყველას მაგრამ ერთს ვიტყვი რომ ბრაზილიურს და ლატინო სერიალებს კი სჯობს იქ მარტო " სექსი ხვევნა პროშნაა" და ეს მოწონს ყველას რადგან თურქულებში და ინდურებში ეს სცენები არარისჩემი ცემი აზრით საერთოდ ასეთი საშინელი სერიელების გაშვებას როგორშიც თითქმის სექსის მეტი არაფელია კიდევ ინდურები სჯობს " კიდევ ვამბობ რომ ეს ჩემი აზრია"
2015, 25 აპრილი, 20:32
ესღა აკლდათ :( მემგონი მარტო მე მაქვს "აგრსია" ამ ინდურ და თურქულ სერიალებზე :)
0 1 7