შოუბიზნესი სტეფანე მღებრიშვილი უკმაყოფილოა 2015, 18 აპრილი, 0:52 ცნობილი ქართველი მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი დედაქალაქში არსებული კომუნალულრი მომსახურებით უკმაყოფილოა და ხუმრობანარევ სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ადამიანი ერთხელ იბადება და მაშინაც ისეთ ადგილზე ხვდება, სადაც წყალი ყოველდღე ითიშება „რა სამწუხაროა ერთხელ დაიბადო იქ სადაც წყალს ყოველდღე გითიშავენ, ყოველდღე! და იმიტომ რომ საკუთარ სახლში ცხოვრობ, ბანძი ინტერნეტი გქონდეს 100 ლარად და წლების მანძილზე კომპანიას არ შეეძლოს 100 მეტრი ოპტიკური კაბელი გაიმეტოს მაინც ვიქნები ხასიათზე! დღე მშვიდობისა“- წერს სტეფანე მღებრიშვილი. 3 1-ს მოსწონს
|