x
image
ციცი
Mediator image
რელიგიური ანეკდოტები არქიმანდრიტ ანთიმოზისგან
image
არქიმანდრიტი ანთიმოზი დიდი აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", ამიტომაც არის რომ ის ხშირად ეხვევა სკანდალებში და მისი სტატუსები ინტერნეტ მედიის და საზოგადოების განხილვის საგნად იქცევა ხოლმე.

ახლაც მამაომ გადაწყვიტა თავისი ფეისბუქელი მეგობრები გაეცინებინა და მამაოზე ანეკდოტი გამოაქვეყნა, რასაც მისი მეგობრების მხრიდანაც მოყვა მსგავსი ხუმრობები:

"ბიჭი მივიდა მამაოსთან ვცოდეო. დაადო ეპიტიმია: 50 მეტანია და 10 მამაო ჩვენო. მივიდა მეორე კვირას, შეუნდო და სასჯელი მოუმოტა: 100 მეტანია და 20 მამაო ჩვენო. მივიდა მესამე კვირას და ვცოდეო. გაეცინა მღვდელს და უთხრა: წადი შვილო თავი დამანებე, მე ტრენერი კი არა ვარ ნაგრუზკები გიმატოო..."image

კომენტარებში არქიმანდრიტმა ანთიმოზმა მეორე ანეკდოტიც დაწერა:


"ეს ძველია. ჭიჭიკიამ მამაოს მანქანა აკურთხებინა და 10 ლარი აჩუქა. გავიდა ერთი კვირა და მანქანა მოპარეს. მივარდა მამაოსთან და ეუბნება: შენი ნაკურთხი მანქანა მომპარესო. ქუთაისელმა მამაომ მიუგო: 10 ლარად სიგნალიზაციას ხომ არ დაგიყენებდიო..."

image


ახლა კი კომენტარებში დაწერილი მამოს მეგობრების ანეკდოტებს გთავაზობთ:

"რაჭველი ეუბნება მამაოს, შევცოდე მამაო და თუ მეპატიებაო? რა ჩაიდინე შვილო ჩემოო-მამაომ... მეზობელი მოვატყუეო, უპასუხა რაჭველმა. მამაომ ლოცვა გადაწყვიტა და მეზობლის გვარი ჰკითხა რაჭველს... გაბესკირიაო უპასუხა რაჭველმა... ეგ შვილო ცოდვა არ არის მეგრელი მოგიტყუებია, ეგ სასწაულიაო უთქვამს მოძღვარს..."


"ერთ მამაოსთან რომ მისულა კაცი და მამაო აღსარება მინდა ჩავაბაროო და არვიციო როგორო. მისცა მამაომ აღსარების წიგნი და უთხრა წაიკითხე, რა ცოდვებიც გექნება მითხარიო... უკითხავს ამ კაცს ერთი საათი და რომ მისულა მამოსთან უთქვამს, მამაო აქ მარტო აბორტი არ გამიკეთებია, თუარა ყველაფერი ცოდვები მაქვსო..."



"გურიაში სოფელ შემოქმედში გზაზე მამაო დგას, ჩამოივლის ტაქსი და გააჩერებს.
–შვილო, სულ 5 ლარი მაქვს და გეხვეწები ლიხაურში გამიყვანე.
–ვერა მამაო, მაგ ფულით ბენზინსაც ვერ ჩავასხავ, არ მეყოფა ლიხაურამდე.
–შვილო, სამადლო საქმეა, ძალიან მეჩქარება, ღმერთი შეგიწირავს.
–კაი მამაო, დაჯექი წაგიყვან.
მოკლედ, წაიყვანა მამაო ტაქსისტმა და დაიწყო ლაპარაკი.
–მე მორწმუნე კაცი ვარ, ეკლესიაშიც დავდივარ, ვეზიარები, ლოცვებსაც ვკითხულობ მამაო, მარა მამაჩემი იყო ნამეტანი ურწმუნო კაცი. მის ცხოვრებაში პირჯვარი არ გადუწერია და ეკლესიაში არ შესულა. რომ კვდებოდა ვიფიქრე ვაზიარებ და მუუყვან მღვდელს მეთქი, მარა სადაა, არ გეიკარა. მაი უეჭველი ჯოჯოხეთშია მოხვედრილი. მამაო არ მინდა მე შენი 5 ლარი, იქნება ილოცო მამაჩემიზა და დევეხმაროთ აქიდან.
– ბიჯო, მისმინე ახლა, შემოქმედიდან ლიხაურში არ მიგყავდი 5 ლარად და მე მამაშენი გადევიყვანო მაგ ფულად ჯოჯოხეთიდან სამოთხეშიო?!"



"ერთი მისულა კიდე მამაოსთან და უთქვამს მამაო მაცხე რა ზეთიო... მამაოს უკითხავს თუ ხარ ნაზიარებიო?-არაო. აღსარება გააქ ჩაბარებულიო?-არაო. ეკლესიაში თუ დადიხარო?-არაო. აბა რად გინდა ზეთი, რომ დადიხარ ჭრაჭუნობო?"



0
141
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0